რატომ არის ჩემი eSIM-ის ინტერნეტი ძალიან ნელი და როგორ გამოვასწორო?

თუ eSIM მუშაობს, მაგრამ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე უჩვეულოდ ნელია, კავშირის სიჩქარეზე გავლენას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ახდენდეს.

  • ქსელის გადატვირთულობა (ერთდროულად ბევრი ადამიანი იყენებს ერთსა და იმავე ქსელს)
  • ოპერატორების მიერ პრიორიტეტების განსაზღვრა (ადგილობრივი ოპერატორები, შესაძლოა, პრიორიტეტს ანიჭებდნენ თავიანთ მომხმარებლებს)
  • ადგილობრივი სიგნალის სიძლიერე და დაფარვა
  • მოწყობილობის კონფიგურაცია და მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა

თქვენი კავშირის გასაუმჯობესებლად სცადეთ პრობლემების აღმოფხვრის ჩვენი ნაბიჯების შესრულება.

როგორ გამოვასწორო ინტერნეტის ნელი სიჩქარე?

ინტერნეტის ნელი სიჩქარის გამოსასწორებლად შეგიძლიათ, შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები — თითოეული ნაბიჯის შემდეგ შეამოწმეთ, გაუმჯობესებულია თუ არა სიჩქარე.

შეამოწმეთ დაფარვის ზონა

დარწმუნდით, რომ იმ ქვეყანაში ან რეგიონში ხართ, რომლისთვისაც არის განკუთვნილი თქვენი eSIM.

მაგალითად, საფრანგეთის eSIM მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა საფრანგეთში იქნებით.

ხელახლა დააყენეთ თქვენი მობილური კავშირი

ჩართეთ თვითმფრინავის რეჟიმი, მოიცადეთ 30 წამით და შემდეგ გამორთეთ.

ეს იძულებით ხელახლა აკავშირებს თქვენს ტელეფონს ადგილობრივ ქსელთან.

გადატვირთეთ მოწყობილობა

გამორთეთ თქვენი მოწყობილობა სრულად, მოიცადეთ ერთი წუთით და ისევ ჩართეთ.

ამით თქვენი ქსელური კავშირი განახლდება და დაგეხმარებათ დროებითი პრობლემების მოგვარებაში

აირჩიეთ ქსელი მექანიკურად

თუ ქსელის ავტომატური შერჩევა ჩართულია, გამორთეთ და ხელით აირჩიეთ მხარდაჭერილი ქსელებიდან ერთ-ერთი.

თუ თქვენი გეგმა მხარს უჭერს რამდენიმე ქსელს, შეამოწმეთ თითოეული, რომ ნახოთ, რომელი უკეთესად მუშაობს.

eSIM-ის ხელმისაწვდომ ქსელებს ნახავთ ინსტრუქციების ინსტალაციის სექციაში „მონაცემებზე წვდომა“. მიჰყევით ქსელის არჩევასთან დაკავშირებულ ეტაპებს ქსელის მექანიკურად ასარჩევად.

ჩართეთ 3G თუ (ხელმისაწვდომია)

თუ eSIM-ს და მოწყობილობას აქვს 3G მხარდაჭერა, დროებით გადართეთ მხოლოდ 3G რეჟიმზე. ეს ხელს უწყობს ქსელის სტაბილურობის გაუმჯობესებას იმ ადგილებში, სადაც 4G, 5G ან LTE დაფარვა სუსტი ან არასტაბილურია. თქვენი კავშირის დასტაბილურების შემდეგ შეგიძლიათ ისევ ჩართოთ 4G ან უფრო მაღალსიჩქარიანი ქსელები.

ქსელის გადატვირთვა

თქვენი ქსელის პარამეტრების ხელახლა დაყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს ნელი სიჩქარე ისეთი მოძველებული ან კონფლიქტური კონფიგურაციების გასუფთავებით, როგორიცაა Wi-Fi ქსელები, VPN-ები ან APN-ის არასწორი პარამეტრები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს კავშირზე. ეს საშუალებას აძლევს თქვენს მოწყობილობას, რომ ახლიდან დაუკავშირდეს მობილურ ქსელს სათანადოდ, რაც ხშირად უკეთეს სიჩქარესა და უფრო სტაბილურ ეფექტურობაში აისახება.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ამ ნაბიჯით გადაყენდება თქვენი ქსელის ყველა პარამეტრი, მათ შორის:

  • შენახული Wi-Fi ქსელები და პაროლები
  • VPN-ის კონფიგურაციები
  • APN-ის (წვდომის წერტილის სახელის) პარამეტრები

გაითვალისწინეთ, რომ ქსელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადააყენოთ, თუ კომფორტულად გრძნობთ თავს ყველა ჩამოთვლილი პარამეტრის ხელახლა შეყვანასთან დაკავშირებით.

განაახლეთ მოწყობილობა

დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი იყენებს პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ხელმისაწვდომ ვერსიას.

პერსონალური ინფორმაცია რომ არ დაგეკარგოთ, განახლებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ დამარქაფებული გაქვთ თქვენი მონაცემები.

მოწყობილობის სხვა რომელი პარამეტრები უნდა შევამოწმო?

მონაცემთა როუმინგი

ზოგიერთი eSIM მოითხოვს მონაცემთა როუმინგის ჩართვას — ამის გაკეთება თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან შეგიძლიათ. თქვენი eSIM-ისთვის მონაცემთა როუმინგის ჩასართავად, საჭიროების შემთხვევაში, მიჰყევით ინსტრუქციას სექციაში „მონაცემებზე წვდომა“.

iOS მოწყობილობებზე მონაცემთა როუმინგის ჩართვა შეგიძლიათ ცალკეული SIM-ებისთვის — ის გამორთული უნდა იყოს ძირითადი SIM-ისთვის, რათა თავიდან აიცილოთ როუმინგის საფასურის გადახდა.

Android მოწყობილობებზე, მონაცემთა როუმინგი, როგორც წესი, ვრცელდება ყველა გამოყენებულ SIM-ზე — იმისათვის, რომ როუმინგის საფასურის გადახდა არ მოგიწიოთ, ძირითადი SIM გამორთული უნდა იყოს.

APN (წვდომის წერტილების სახელი)

ზოგიერთი eSIM მოითხოვს თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში კონკრეტული წვდომის წერტილის სახელის, ანუ APN-ის შეყვანას. მისი ნახვა შეგიძლიათ აპის ინსტალაციის ინსტრუქციებში — უმეტეს შემთხვევაში, APN ყენდება ავტომატურად.

თუ ის ავტომატურად არ არის დაყენებული, APN-ის დასაკოპირებლად და ჩასასმელად მიჰყევით სექციაში „მონაცემებზე წვდომა“ მოცემულ ნაბიჯებს.

თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ ან დამატებით მხარდაჭერას საჭიროებთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს — ჩვენ ხელმისაწვდომი ვართ ყოველდღე 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებით.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x