როგორ შევამოწმო, უჭერს თუ არა მხარს ჩემი Android მოწყობილობა eSIM-ს?
მოწყობილობის თავსებადობა eSIM-თან დამოკიდებულია იმაზე, დაამატებს თუ არა მწარმოებელი თავის მოწყობილობებში eSIM-ს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს eSIM-სთან თავსებადი მოწყობილობების სია მარტივად შესამოწმებლად.
ამის მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც მოწყობილობა არ უჭერს მხარს eSIM ტექნოლოგიას მაშინაც, თუ ის სიაში შეტანილია, როგორც eSIM-თან თავსებადი.
Android ღია ოპერაციული სისტემაა, რაც ნიშნავს, რომ მობილური მოწყობილობის ნებისმიერ მწარმოებელსა თუ ოპერატორს შეუძლია მისი ინდივიდუალურად მორგება. ზოგ ქვეყანასა და რეგიონში, შესაძლოა, წარმოებული იყოს eSIM-თან არათავსებადი მოდელები. შესაძლებელია ისიც, რომ eSIM ფუნქცია არ ჰქონდეს გააქტიურებული ოპერატორს, რომლისგანაც შეიძინეთ მოწყობილობა.
მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს, რომ შეამოწმოთ, უჭერს თუ არა მხარს თქვენი Android მოწყობილობა eSIM-ის ტექნოლოგიას. გახსოვდეთ, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს ან არ იყოს თქვენი მოწყობილობისთვის შესაბამისი. მოწყობილობის მწარმოებელთან, გამყიდველთან ან ძირითად ოპერატორთან კონსულტაცია საუკეთესო გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი მოწყობილობა eSIM-თან თავსებადია.
Samsung Galaxy მოწყობილობებზე:
- გახსენით პარამეტრების აპი, შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ კავშირები.
- შეხებით აირჩიეთ SIM-ის მმართველი.
- თუ eSIM-ის დამატება ხელმისაწვდომია, თქვენი მოწყობილობა, სავარაუდოდ, უჭერს მხარს eSIM-ებს.
არ დაგავიწყდეთ თქვენს პროვაიდერთან ან მოწყობილობის მწარმოებელთან დაკავშირება იმის დასადასტურებლად, რომ ზემოთ მოცემული ნაბიჯები შეესაბამება თქვენს მოწყობილობას.
Google Pixel მოწყობილობებისთვის:
- გახსენით პარამეტრების აპი, შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ ქსელი და ინტერნეტი.
- შეხებით აირჩიეთ + ნიშანი SIM-ების გვერდით.
- თუ „მობილურ ქსელთან დაკავშირების“ გვერდზე მოცემულია ვარიანტი „სანაცვლოდ ჩამოვტვირთოთ SIM?“ თქვენი მოწყობილობა არის eSIM-თან თავსებადი.
არ დაგავიწყდეთ თქვენს პროვაიდერთან ან მოწყობილობის მწარმოებელთან დაკავშირება იმის დასადასტურებლად, რომ ზემოთ მოცემული ნაბიჯები შეესაბამება თქვენს მოწყობილობას.
სხვა Android მოწყობილობებისთვის:
- აკრიფეთ *#06# და დააჭირეთ დარეკვის ღილაკს.
- თუ თქვენი მოწყობილობა არის eSIM-თან თავსებადი, უნდა შეძლოთ მოწყობილობის eSIM-ის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის (EID) ნახვა.
eSIM-ის გამოყენება რომ შეძლოთ, თქვენს მოწყობილობას უნდა ჰქონდეს განბლოკილი ოპერატორი. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, გამოიყენოთ სხვადასხვა ოპერატორის რამდენიმე SIM და/ან eSIM. მიჰყევით ამ ნაბიჯებს, რომ შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი Android მოწყობილობა განბლოკილი.
- ამოიღეთ თქვენი ტელეფონის SIM-ბარათი.
- ჩაანაცვლეთ SIM-ბარათი სხვა ოპერატორის SIM-ბარათით.
- ახლა უკვე დაინახავთ, რომ ოპერატორის სახელი მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში შეიცვალა.
- ახლა განახორციელეთ ზარი.
თუ ზარი ხორციელდება, თქვენი ტელეფონი განბლოკილია. თუ ზარის განხორციელებას ვერ ახერხებთ, ტელეფონი დაბლოკილია პირველ ოპერატორთან. ამ დროს, შესაძლოა, ასევე, იხილოთ შეტყობინება ეკრანზე, რომ ტელეფონი დაბლოკილია.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, თქვენი მოწყობილობის მწარმოებელთან, გამყიდველთან ან ძირითად ოპერატორთან გადაამოწმეთ, ნამდვილად არის თუ არა თქვენი მოწყობილობა eSIM-თან თავსებადი.
თუ შეკითხვები გაქვთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, სიამოვნებით დაგეხმარებით!
დაკავშირებული შეკითხვები
- როგორ დავაინსტალირო eSIM ჩემს Google Pixel მოწყობილობაზე?
- როგორ დავაინსტალირო eSIM ჩემს Samsung Galaxy მოწყობილობაზე?
- როგორ შევამოწმო, უჭერს თუ არა მხარს ჩემი iOS მოწყობილობა eSIM-ს?
- როგორ მოვიქცე, თუ eSIM არ არის მარაგში?
- როგორ შევამოწმო, უჭერს თუ არა მხარს ჩემი Android მოწყობილობა eSIM-ს?
- როდის გასდის ვადა eSIM-ის მონაცემთა პაკეტს?
- როდის არის საჭირო ჩემი ვინაობის დადასტურება?
- როდის შემიძლია eSIM-ის ინსტალირება?
- გადახდის რომელ მეთოდებს იღებთ?
- როგორ შევამოწმო, არის თუ არა ჩემი iOS მოწყობილობა eSIM-თან თავსებადი და განბლოკილი?
- როგორ შევამოწმო, უჭერს თუ არა მხარს ჩემი Android მოწყობილობა eSIM-ს?
- როგორ დავარეგისტრირო Airalo ანგარიში?
- როგორ დავაინსტალირო და დავაყენო eSIM ჩემს Android მოწყობილობაზე?
- როგორ შევცალო APN პარამეტრები?
- როგორ დავაინსტალირო და დავაყენო eSIM ჩემს Pixel მოწყობილობაზე?
- როგორ გავააქტიურო eSIM თურქეთში iPhone-ში ან iPad-ში?
- როგორ შევინახო ჩემი eSIM-ის ინსტრუქცია სამომავლოდ?
- როგორ დავაინსტალირო და დავაყენო eSIM ჩემს Google Pixel 6 ან 6 Pro მოწყობილობაზე?
- როგორ დავაინსტალირო და დავაყენო eSIM ჩემს iOS მოწყობილობაზე?
- როგორ დავაინსტალირო eSIM Samsung Galaxy S20/S21 სერიის მოწყობილობაზე?
- როგორ დავაინსტალირო ჩემი eSIM პირდაპირი ინსტალაციის მეშვეობით ჩემს iOS მოწყობილობაზე?
- როგორ მივიღო eSIM?
- არსებობს ჩემთვის სასურველი ქვეყნისთვის განკუთვნილი eSIM?