Airalo ანგარიშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, შეგატყობინოთ, როდესაც თქვენს ანგარიშში ახალ შესვლას დავაფიქსირებთ.
თუ ახალი შესვლის შესახებ ელწერილი მიიღეთ, შესაძლებელია, ანგარიშში ახალი მდებარეობიდან ან ახალი მოწყობილობიდან შეხვედით.
როდესაც ახალ შესვლას ვაფიქსირებთ, ვგზავნით ელწერილს, რომელშიც მითითებულია შესვლის თარიღი, დრო, მდებარეობა და შესვლისთვის გამოყენებული მოწყობილობა.
როგორ უნდა მოვიქცე, თუ ამ ელწერილს მივიღებ?
თუ შესვლა გეცნობათ, საერთოდ არაფრის გაკეთებაა საჭირო.
თუ შესვლა არ გეცნობათ, გირჩევთ, გადააყენოთ პაროლი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიში. როდესაც პაროლს გადააყენებთ, ანგარიშიდან გამოხვალთ ყველა მოწყობილობაზე.
როგორ მოვიქცე, თუ სხვა საეჭვო აქტივობას აღმოვაჩენ ჩემს ანგარიშში?
თუ თქვენს ანგარიშში სხვა საეჭვო აქტივობას, მაგალითად, უცნობ შესყიდვებს აღმოაჩენთ, გირჩევთ პაროლის დაუყოვნებლივ გადაყენებას.
თქვენი ანგარიშით განხორციელებული უცნობი შესყიდვების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს — უკეთ რომ დაგეხმაროთ, შესაძლოა, გთხოვოთ დამატებითი დეტალებისა და ინფორმაციის მოწოდება.
სხვა შეკითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენთან დაკავშირება. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ყოველდღე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.