როგორ დავაინსტალირო და დავაყენო eSIM ჩემს Android მოწყობილობაზე?

დაინსტალირებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენი მოწყობილობა:

  • თქვენი უნდა იყოს eSIM-თან თავსებადი და ჰქონდეს განბლოკილი ოპერატორი. (see "What devices support eSIM?" + "How do I check if my Android device supports eSIM?")
  • თქვენ გაქვთ სტაბილური კავშირი, სასურველია WiFi. (eSIM მოწყობილობაში სწორად უნდა ჩამოტვირთოთ და აუცილებლად უნდა გქონდეთ სტაბილური ინტერნეტკავშირი.)

როგორ მოვემზადოთ eSIM-ის დაყენებამდე?

  1. შედით Airalo-ს ანგარიშში
  2. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები
  3. აირჩიეთ eSIM, რომლის დაყენებაც გსურთ
  4. გახსენით დაინსტალირების ინსტრუქცია. აპის ვერსიის მიხედით შესაძლოა დაინახოთ:
    • ინსტალაციის ინსტრუქციის ნახვა, ან
    • eSIM-ის გამოყენების წესი > eSIM-ის ინსტალაციის წესი
  5. აირჩიეთ სასურველი ინსტალაციის მეთოდი: პირდაპირი, QR-კოდი, მექანიკური

დაკავშირების პარამეტრების სანახავად გახსენით იგივე eSIM და იხილეთ eSIM-ის დაკავშირების წესი (ან ინსტალაციის ინსტრუქციის ნახვა > გვერდი 2/2)..

eSIM-ის Android მოწყობილობაზე პირდაპირ დაინსტალირების წესი

Android-ის ზოგიერთი მოდელი მხარს უჭერს პირდაპირ ინსტალაციას Airalo-ს აპლიკაციიდან. თუ ხელმისაწვდომია, eSIM-ის პირდაპირი > ინსტალაცია და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ნაბიჯებს.

Android მოწყობილობაზე eSIM-ის QR-კოდის გამოყენებით დაინსტალირების წესი?

  1. Airalo-ს აპში აირჩიეთ QR-კოდის ვარიანტი (შეგიძლიათ გააზიაროთ ის სხვა მოწყობილობაზე ან დაბეჭდოთ)
  2. გახსენით პარამეტრები თქვენს მოწყობილობაზე
  3. აირჩიეთქსელი და ინტერნეტი
  4. აირჩიეთ + მობილური ქსელის დამატება (ან eSIM-ის დამატება)
  5. როდესაც გამოჩნდება შეკითხვა „არ გაქვთ SIM-ბარათი?“,აირჩიეთ შემდეგი
  6. დაასკანირეთ QR-კოდი და შეიყვანეთ დამადასტურებელი კოდი თუ მოითხოვება
  7. დაბრუნდით აქ: მობილური ქსელები და ჩართეთ eSIM
  8. ჩართეთ მობილური ინტერნეტი
  9. ჩართეთ მონაცემთა როუმინგი (საზღვარგარეთ ყოფნისას როუმინგის გადასახადი რომ არ ჩამოგეჭრათ გამორთეთ ძირითადი ხაზი)
  10. თუ მოითხოვება, დააყეენეთ APN (წვდომის წერტილების სახელი) Airalo-ს აპიდან დეტალების გამოყენებით

Android მოწყობილობაზე eSIM-ის მექანიკურად დაინსტალირების წესი

  1. Airalo-ს აპში აირჩიეთ ვარიანტი მექანიკური
  2. დააკოპირეთ SM-DP+ მისამართი და აქტივაციის კოდი <0> (და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში დამადასტურებელი კოდი)
  3. გახსენით პარამეტრები თქვენს მოწყობილობაში
  4. აირჩიეთქსელი და ინტერნეტი
  5. აირჩიეთ + მობილური ქსელის დამატება (ან eSIM-ის დამატება)
  6. როდესაც გამოჩნდება შეკითხვა „არ გაქვთ SIM-ბარათი?“ აირჩიეთ შემდეგი
  7. აირჩიეთ კოდის მექანიკურად შეყვანა და შეიყვანეთ SM-DP+ მისამართი და აქტივაციის კოდი Airalo-ს აპიდან
  8. დაბრუნდით აქ: მობილური ქსელები და ჩართეთ eSIM
  9. ჩართეთ მობილური ინტერნეტი
  10. ჩართეთ მონაცემთა როუმინგი(საზღვარგარეთ ყოფნისას როუმინგის გადასახადი რომ არ ჩამოგეჭრათ გამორთეთ ძირითადი ხაზი)
  11. თუ მოითხოვება, დააყეენეთ APN (წვდომის წერტილების სახელი)Airalo-ს აპიდან დეტალების გამოყენებით

მნიშვნელოვანი რჩევები

eSIM-ის პირდაპირი, QR-კოდის ან მექანიკური მეთოდით დაინსტალირების შემდეგ დაყენების დასრულება უფრო მარტივად შეგიძლიათ, ამისათვის Airalo-ს აპში, მონაცემებზე წვდომის ეტაპების სექციაში უნდა აირჩიოთ პარამეტრების მალსახმობები.

რა მოხდება დაინსტალირების შემდეგ?

დაინსტალირებისა და მონაცემებისთვის არჩევის შემდეგ eSIM ავტომატურად დაუკავშირდება მხარდაჭერილ მობილურ ქსელს.

თუ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x