როგორ შევცალო APN პარამეტრები?

APN ნიშნავს წვდომის წერტილის სახელს. ის თქვენს მოწყობილობას კარნახობს, თუ როგორ დაუკავშირდეს ინტერნეტს. Airalo-ს ზოგიერთი eSIM-ის მონაცემებზე წვდომის მისაღებად საჭიროა APN პარამეტრების მექანიკურად განახლება.

eSIM-ის APN-ის დეტალების ნახვა შეგიძლიათ Airalo-ს აპში:

  1. შედით Airalo-ს ანგარიშში
  2. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები
  3. აირჩიეთ eSIM, რომლის დაყენებაც გსურთ
  4. შეხებით აირჩიეთ დეტალების ნახვა
  5. გახსენით ინსტალაციის ინსტრუქციები. აპის ვერსიის მიხედით შესაძლოა დაინახოთ:
    • ინსტალაციის ინსტრუქციების ნახვა > ნაწილი 2/2, ან
    • eSIM-ის გამოყენების წესი > eSIM-ის ინსტალაციის წესი 

თუ APN სიაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ eSIM ავტომატურად არის კონფიგურირებული და შემდგომი მოქმედება საჭირო არ არის.

iOS-ზე:

  1. გახსენით პარამეტრები
  2. აირჩიეთ ფიჭური (ან მობილური მონაცემები)
  3. აირჩიეთ eSIM სექციაში ფიჭური გეგმები (ან მობილური მონაცემების გეგმები)
  4. აირჩიეთ ფიჭური მონაცემების გეგმა (ან მობილური მონაცემების ქსელი)
  5. შეიყვანეთ APN ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია eSIM-ის ინსტალაციის დეტალებში (ყველა პატარა ასოთი, ადგილის გამოტოვების გარეშე)
    • მაგალითად: globaldata
  6. სხვა ველები დატოვეთ ცარიელი

Android-ზე:

  1. გახსენით პარამეტრები
  2. აირჩიეთ ქსელი და ინტერნეტი (ეს ზოგ მოწყობილობაზე შესაძლოა გამოჩნდეს როგორცკავშირები)
  3. აირჩიეთ მობილური ქსელები
  4. აირჩიეთ წვდომის წერტილების სახელი
  5. შეიყვანეთ APN ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია eSIM-ის ინსტალაციის დეტალებში (ყველა პატარა ასოთი, ადგილის გამოტოვების გარეშე)
    • მაგალითად: globaldata
  6. სხვა ველები დატოვეთ ცარიელი

APN-ის განახლების შემდეგ, მოწყობილობა დაუკავშირდება მობილურ ინტერნეტს Airalo-ს eSIM-ის გამოყენებით. თუ მაშინვე არ დაუკავშირდა, გადატვირთეთ მოწყობილობა ახალი პარამეტრების გამოსაყენებლად.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x