როგორ შევცალო APN პარამეტრები?

თქვენი APN არის მოწყობილობის „წვდომის წერტილის სახელი“ და შესაძლოა, დაგჭირდეთ მოწყობილობის APN-ის პარამეტრების მორგება Airalo-ს გარკვეულ eSIM-ებზე წვდომის მისაღებად. 

თუ თქვენი eSIM-ისთვის საჭიროა APN-ის პარამეტრები, APN-ის დეტალების პოვნა შეგიძლიათ eSIM-ის ინსტალაციის გვერდზე. ამისთვის უნდა გახსნათ ჩემი eSIM-ები> დეტალები> eSIM-ის ინსტალაცია/მონაცემებზე წვდომა:

APN-ის დასაყენებლად შეასრულეთ მოცემული ნაბიჯები:

iOS-ზე:

1. გადადით პარამეტრებზე თქვენს მოწყობილობაში

2. გახსენით ფიჭური/მობილური მონაცემები

3. აირჩიეთ eSIM სექციაში ფიჭური/მობილური სატარიფო გეგმები

4. გადადით აქ: ფიჭური/მობილური მონაცემების ქსელი

4. შეიყვანეთ APN-ის ახალი პარამეტრები ფიჭური/მობილური მონაცემების APN-ის ველში, როგორც წერია eSIM-ის ინსტალაციის დეტალებში (ყველა არამთავრული ასოთი და ერთი სიტყვით)

*globaldata, მაგალითად. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა eSIM-ს, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის APN სჭირდებოდეს. თქვენი eSIM-ის APN-ის გასაგებად უნდა შეხვიდეთ Airalo-ს ანგარიშში, ხელით დაყენების ან QR კოდით დაყენების გვერდზე. თუ APN ხელმისაწვდომი არ არის, ეს ნიშნავს, რომ eSIM-ის APN ავტომატურად არის კონფიგურირებული.

5.  შეგიძლიათ სხვა ველები ცარიელი დატოვოთ

 

Android-ზე:

1. გადადით პარამეტრებზე თქვენს მოწყობილობაში.

2. გადადით სექციაზე ქსელი და ინტერნეტი

3. გახსენით მობილური ქსელები

4. გახსენით წვდომის წერტილების სახელები

5. შეიყვანეთ APN-ის ახალი პარამეტრები ისე, როგორც წერია eSIM-ის ინსტალაციის დეტალებში  (ყველა არამთავარული ასოთი და ერთი სიტყვით)

*globaldata, მაგალითად. APN-ის სწორი პარამეტრები გაგიზიარდებათ eSIM-ის ინსტალაციის გვერდზე.

6. შეგიძლიათ, სხვა ველები ცარიელი დატოვოთ

თუ შეკითხვები გაქვთ, დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

კიდევ გჭირდებათ დახმარება?

მოგვმართეთ და ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი დაგიკავშირდებათ შეძლებისდაგვარად შეიძლება მალე.
მოგვწერეთ
საავტორო უფლებები Airalo © 2024