რა არის სანდო მოწყობილობები?

სანდო მოწყობილობები თქვენს ანგარიშში ემატება მას შემდეგ, რაც ანგარიშში დამადასტურებელი კოდით შეხვალთ — ისინი ხელს უწყობს თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებას და ამავდროულად აადვილებს სისტემაში შესვლას იმ მოწყობილობებიდან და ბრაუზერებიდან, რომლებსაც რეგულარულად იყენებთ.

როგორ დავამატო სანდო მოწყობილობა?

როდესაც ახალი მოწყობილობიდან ან ბრაუზერიდან შესვლის შესახებ შევიტყობთ, თქვენ მიიღებთ ელწერილს დამადასტურებელი კოდით — ანგარიშში შესასვლელად კოდის შეყვანა დაგჭირდებათ.

დადასტურების შემდეგ მოწყობილობა ან ბრაუზერი დაემატება სანდო მოწყობილობების სიას. 

როგორ გადავამოწმო და ვმართო სანდო მოწყობილობები?

სანდო მოწყობილობების გადახედვა და მართვა შეგიძლიათ ანგარიშის პარამეტრებიდან — გახსენით პროფილი > სანდო მოწყობილობები.

თუ დაინახავთ მოწყობილობას, რომელსაც ვერ ცნობთ ან აღარ იყენებთ, მისი წაშლა შეგიძლიათ. თუ ამ მოწყობილობიდან ან ბრაუზერიდან ისევ შეეცდებით ანგარიშში შესვლას, დაგჭირდებათ ახალი დამადასტურებელი კოდის შეყვანა.

როგორ მოვიქცე თუ საეჭვო აქტივობას დავინახავ?

თუ თქვენს ანგარიშში შენიშნავთ უჩვეულო აქტივობას, როგორიცაა, უცნობი შესყიდვები ან ცვლილებები პარამეტრებში, გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ პაროლი.

თუ მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება გჭირდებათ, შესაძლოა, მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომი გამოძიებისთვის.

თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, დაგვიკავშირდით — ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებათ.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x