Airalo ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეგატყობინებთ, როდესაც თქვენს ანგარიშში ახალ შესვლას დავაფიქსირებთ.
თუ ახალი შესვლის შესახებ ელწერილი მიიღეთ, შესაძლებელია, ანგარიშში ახალი მდებარეობიდან ან ახალი მოწყობილობიდან შეხვედით.
ჩვენ გამოგიგზავნით ელწერილს, სადაც მითითებული იქნება თარიღი, დრო და ის მოწყობილობა, რომელიც ანგარიშში შესასვლელად გამოიყენეს — ის ასევე შეიძლება მოიცავდეს დადასტურების კოდს, რომელიც საჭიროა ანგარიშში შესვლისთვის.
როგორ უნდა მოვიქცე, თუ ამ ელწერილს მივიღებ?
თუ შესვლა გეცნობათ, არაფრის გაკეთებაა საჭირო — უბრალოდ, შეიყვანეთ დამადასტურებელი კოდი ანგარიშში შესვლის დასასრულებლად, თუ მოითხოვება.
თუ შესვლა არ გეცნობათ, გირჩევთ, დაუყოვნებლივ გადააყენოთ პაროლი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიში. ასე ყველა მოწყობილობიდან გამოხვალთ და თავს დაიზღვევთ არაავტორიზებული წვდომისგან.
როგორ მოვიქცე თუ ვერ ვპოულობ ელწერილს, სადაც დამადასტურებელი კოდია მოცემული?
დამადასტურებელი კოდი გამოგეგზავნებათ Airalo-ს ანგარიშისთვის გამოყენებულ ელფოსტის მისამართზე.
თუ ელწერილს ვერ იპოვით, გადაამოწმეთ სპამის ან რეკლამების საქაღალდე. ზოგჯერ, შესაძლოა, მცირე შეყოვნება იყოს და რამდენიმე წუთით მოცდა მოგიწიოთ. ანგარიშში შესვლის ეკრანიდან შეგიძლიათ კოდის ხელახლა გაგზავნაც.
თუ კოდს მაინც არ მიიღებთ, დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს.
როგორ აღვადგინო ჩემი Airalo-ს ანგარიში?
თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:
- გამოიყენეთ უნიკალური პაროლი და განაახლეთ ის რეგულარულად.
- არ გამოიყენოთ ისეთი პაროლები, რომლებიც მარტივად გამოცნობადია ან შეიცავს თქვენი სახელის ნაწილებსა თუ პერსონალურ ინფორმაციას.
- თქვენ მიერ მიბმული ელფოსტის ანგარიში უნდა იყოს დაცული ძლიერი პაროლით და დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციებით, როგორიცაა ორფაქტორიანი ავტორიზაცია.
- გადახედეთ სანდო მოწყობილობებს, რომლებსაც წვდომა აქვთ Airalo-ს ანგარიშზე და წაშალეთ, თუ რომელიმეს ვერ ცნობთ.
- არავის გაუზიაროთ Airalo-ს ანგარიშში შესვლის მონაცემები.
როგორ მოვიქცე, თუ სხვა საეჭვო აქტივობას აღმოვაჩენ ჩემს ანგარიშში?
თუ თქვენს ანგარიშში სხვა საეჭვო აქტივობას, მაგალითად, უცნობ შესყიდვებს აღმოაჩენთ, გირჩევთ პაროლის დაუყოვნებლივ გადაყენებას.
თქვენი ანგარიშით განხორციელებული უცნობი შესყიდვების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს — უკეთ რომ დაგეხმაროთ, შესაძლოა, გთხოვოთ დამატებითი დეტალებისა და ინფორმაციის მოწოდება.
სხვა შეკითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენთან დაკავშირება. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ყოველდღე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.