როგორ დავაინსტალირო Airalo eSIM ჩემს iOS მოწყობილობაზე QR-კოდის მეშვეობით?

დაინსტალირებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენი მოწყობილობა:

როგორ მოვემზადოთ eSIM-ის დაინსტალირებამდე

  1. შედით Airalo-ს ანგარიშში
  2. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები
  3. აირჩიეთ eSIM, რომლის დაყენებაც გსურთ
  4. შეხებით აირჩიეთ დეტალების ნახვა
  5. გახსენით ინსტალაციის ინსტრუქცია. აპის ვერსიის მიხედით შესაძლოა დაინახოთ:
    • ინსტალაციის ინსტრუქციის ნახვა, ან
    • eSIM-ის გამოყენების წესი > eSIM-ის ინსტალაციის წესი
  6. შეხებით აირჩიეთ QR-კოდი და შეინახეთ ან გააზიარეთ (შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მოწყობილობა ან ამობეჭდეთ მოგვიანებით დასაინსტალირებლად)

eSIM-ის QR-კოდის გამოყენებით ინსტალაციის ინსტრუქცია

  1. გახსენით პარამეტრები თქვენს მოწყობილობაში
  2. შეხებით აირჩიეთ ფიჭური ან მობილური მონაცემები)
  3. შეხებით აირჩიეთ eSIM-ის დამატება (ან ფიჭური/მობილური მონაცემების დამატება)
  4. შეხებით აირჩიეთ QR-კოდის გამოყენება
  5. დაასკანირეთ ან შეხებით აირჩიეთ შენახული QR-კოდი თქვენი ფოტოებიდან
  6. ორჯერ შეხებით აირჩიეთ გაგრძელება
  7. მოიაცდეთ რამდენიმე წუთს eSIM-ის გააქტიურებამდე, შემდეგ შეხებით აირჩიეთ მზადაა
  8. აირჩიეთ ნიშანი თქვენი eSIM-სთვის (მაგ., „Airalo“)
  9. ნაგულისხმევი ნომრის გვერდზე:
    • აიჩიეთ ნაგულისხმევი ნომერი ზარებისა და SMS-ებისთვის
    • აირჩიეთ თქვენი ძირითადი ხაზი iMessage-ისა და FaceTime-სთვის
    • აირჩიეთ თქვენი Airalo eSIM ფიჭური/მობილური მონაცემებისთვის
  10. ფიჭური მონაცემების ჩართვის ნებართვა უნდა იყოს ჩართული

*თუ თქვენი eSIM მონაცემების გარდა ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებსაც უჭერს მხარს, შეგიძლიათ ის ზარებისა და SMS-ებისთვის აირჩიოთ.

როგორ დაუკავშირდეთ მობილურ მონაცემებს

  1. გახსენით პარამეტრები > ფიჭური (ან პარამეტრები > მობილური მონაცემები)
  2. შეხებით აირჩიეთ eSIM-ის გეგმა
  3. ჩართეთ გადამრთველი ამ ნომრის ჩართვა თუ არ არის ჩართული
  4. ჩართეთ გადამრთველი ~ მონაცემთა როუმინგი (საჭიროების შემთხვევაში — შეამოწმეთ თქვენი eSIM ინსტრუქცია Airalo-ს აპში)
  5. გადადით აქ:ფიჭური/მობილური მონაცემები და აირჩიეთAiralo eSIM მონაცემების ნომრად
  6. თქვენი eSIM ავტომატურად დაუკავშირდებამხარდაჭერილ მობილურ ქსელს

თუ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.

სხვა მეთოდს ამჯობინებთ?

როგორ დავაინსტალირო Airalo eSIM პირდაპირ iOS მოწყობილობაზე

როგორ დავაინსტალირო Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე ხელით

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x