როგორ დავაინსტალიროთ Airalo eSIM პირდაპირ ჩემს iOS მოწყობილობაზე?

დაინსტალირებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენი მოწყობილობა:

როგორ მოვემზადოთ eSIM-ის დაინსტალირებამდე?

  1. შედით Airalo-ს ანგარიშში
  2. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები
  3. აირჩიეთ eSIM, რომლის დაყენებაც გსურთ
  4. აირჩიეთ დეტალების ნახვა
  5. გახსენით ინსტალაციის ინსტრუქცია. აპის ვერსიის მიხედით, შესაძლოა, დაინახოთ:
    • ინსტალაციის ინსტრუქციის ნახვა, ან
    • eSIM-ის გამოყენების წესი > eSIM-ის ინსტალაციის წესი
  6. აირჩიეთ პირდაპირი, შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ eSIM-ის ინსტალაცია

როგორ დააინსტალიროთ eSIM პირდაპირ iOS-ზე

  1. აირჩიეთ შემდეგი, რომ მიჰყვეთ დეტალურ გზამკვლევს
  2. აირჩიეთ გაგრძელება ორჯერ
  3. რამდენიმე წუთით დაელოდეთ თქვენი eSIM-ის გააქტიურებას
  4. აირჩიეთ მზადაა
  5. აირჩიეთ წარწერა თქვენი eSIM-ისთვის (მაგ., „Airalo“)
  6. ნაგულისხმევი ნომრის გვერდზე:
    • აირჩიეთ ძირითადი ნომერი ზარებისა და SMS-ებისთვის
    • აირჩიეთ თქვენი ძირითადი ნომერი iMessage-ისა და FaceTime-სთვის
    • აირჩიეთ თქვენი Airalo eSIM ფიჭური/მობილური მონაცემებისთვის
  7. ფიჭური მონაცემების გადართვის ნებართვა უნდა იყოს გამორთული 

*თუ თქვენი eSIM მონაცემების გარდა ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებსაც უჭერს მხარს, შეგიძლიათ, ის ზარებისა და SMS-ებისთვის აირჩიოთ.

ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ თქვენ დაინახავთ დასტურს, რომ eSIM წარმატებით დაინსტალირდა.

როგორ დაუკავშირდეთ მობილურ მონაცემებს

  1. გახსენით პარამეტრები > ფიჭური (ან პარამეტრები > მობილური მონაცემები)
  2. აირჩიეთ eSIM-ის სატარიფო გეგმა
  3. ჩართეთ ამ ნომრის ჩართვა, თუ არ არის ჩართული
  4. შეამოწმეთ, საჭიროა თუ არა მონაცემთა როუმინგისჩართვა (გაეცანით Airalo-ს აპის ინსტრუქციას სექციაში
    • როგორ გამოიყენოთ eSIM > როგორ დაუკავშირდეთ, ან
    • ინსტალაციების ინსტრუქციის ნახვა, ნაწილი 2/2 )
  5. ჩართეთ ან გამორთეთ მონაცემთა როუმინგი საჭიროებისამებრ
  6. დაბრუნდით აქ: ფიჭური/მობილური მონაცემები და აირჩიეთ თქვენი Airalo eSIM მონაცემების ნომრად
  7. თქვენი eSIM ავტომატურად დაუკავშირდება მხარდაჭერილ მობილურ ქსელს.

თუ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.

სხვა მეთოდს ამჯობინებთ?

როგორ დავაინსტალიროთ Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე QR-კოდის მეშვეობით

როგორ დავაინსტალიროთ Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე ხელით

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x