Airalo

ამისამართებს Airalo-ს მთავარ გვერდზე.

Airalo-ში მუშაობა.

აღმოაჩინეთ შესაძლებლობათა სამყარო.

მზად ხართ მომდევნო თავგადასავლისთვის? შემოგვიერთდით ჩვენს მისიაში და ერთად შევქმნათ მთელ მსოფლიოში მყისიერი კავშირის შესაძლებლობა.

ყველა ვაკანსიის დათვალიერება

ამისამართებს Airalo-ზე ხელმისაწვდომ ყველა ღია ვაკანსიაზე.

ქალი ზის მაგიდასთან, გვერდით კატა უზის, წინ კი კომპიუტერი დევს.
თვითმფრინავი მიფრინავს დედამიწის წრიული გამოსახულების თავზე.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან მსოფლიოს 44-ზე მეტი ქვეყნიდან და ექვსი კონტინენტიდან. ჩვენ გვაერთიანებს მისია, შევცვალოთ კავშირის დამყარების გზა.

ორი ქალი ერთად ზის თვითმფრინავში ბედნიერი გამომეტყველებით.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ ვაფასებთ მრავალფეროვნებას, ინკლუზიას და სამართლიანობას. ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე კონტინენტს მოიცავს და მასში დასაქმებულ ადამიანებს თავიანთი ისტორია და უნიკალური გამოცდილება აქვთ.

ანგარიშვალდებულება

თანაგრძნობა

გულწრფელობა

ნაბიჯ-ნაბიჯ

შეიტყვეთ მეტი ჩვენი ღირებულებების შესახებ
ჩემოდანთან მოთავსებული მობილური ტელეფონი, ფონზე თვითმფრინავით.

ჩვენი მისია

Airalo-ს მისიაა მომენტალური კავშირის დამყარების უზრუნველყოფა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენ მიზნად ვისახავთ, მსოფლიო გავათავისუფლოთ როუმინგის შეზღუდვებისგან და ყველას დავეხმაროთ კავშირის დამყარებაში ნებისმიერი ადგილიდან.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები

ხელსაწყოები და ტექნოლოგია

ხელსაწყოები და ტექნოლოგია

ჩვენ გაწვდით ხელსაწყოებასა და ტექნოლოგიას, რომელიც გჭირდებათ მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისა და კავშირზე ყოფნისთვის.

დისტანციურიად მუშაობის სტიპენდია

დისტანციურიად მუშაობის სტიპენდია

ჩვენ გთავაზობთ სტიპენდიას იმისთვის, რომ განაახლოთ კონფიგურაცია და კომფორტულად იმუშაოთ ნებისმიერი ადგილიდან.

იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან

იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან

ჩვენი მომხმარებლების მსგავსად, ჩვენი გუნდის წევრები ცხოვრობენ, მუშაობენ და მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში.

კეთილდღეობის ბონუსი

კეთილდღეობის ბონუსი

გვსურს, რომ თავს საუკეთესოდ გრძნობდეთ. გუნდის წევრები ყოველთვიურად იღებენ კეთილდღეობის ბონუსს მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ჯანდაცვის ბონუსები

ჯანდაცვის ბონუსები

ბონუსები, რომელიც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კუთხით გეხმარებათ. მიიღეთ თქვენზე მორგებული სრულყოფილი ჯანდაცვის პაკეტი.

Airmoney

Airmoney

აღმოაჩინეთ Airalo-სთან ერთად. გამოიყენეთ Airmoney-ს წლიური ბიუჯეტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის და ისარგებლეთ eSIM-ებით მთელ მსოფლიოში.

სწავლება და განვითარება

სწავლება და განვითარება

დააჩქარეთ განვითარება 500$-იანი წლიური სასწავლო ბიუჯეტით. გამოიყენეთ ის კურსებისთვის, წიგნებისა და სხვა პროფესიული მასალისთვის, ყველაფერი ანაზღაურების პრინციპით. დამატებითი სასწავლო დღეები გსურთ? ისინი ემატება დამატებითი წლიური შვებულების სახით.

Airalo-ს აკადემია

Airalo-ს აკადემია

გამოცადეთ ცოცხალი ურთიერთობების მაგია Airalo-ს აკადემიის ჩვენს ყოველწლიურ შეკრებაში. 4 ღამითა და 5 დღით გუნდის წევრები იკრიბებიან მასპინძელ ქვეყანაში, ყველა ხარჯი ანაზღაურდება. ეს არის გუნდური კავშირის, კეთილდღეობისა და სცენური სილამაზის ნაზავი.

Airalo-ს აპის ამსახველი მობილური ტელეფონის ეკრანის ანაბეჭდი

საერთაშორისო კომპანია

მსოფლიოს ყველა კუთხეში გვყავს თანაგუნდელები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, რომ Airalo შესანიშნავი ორგანიზაცია იყოს.

განყოფილებები

კადრების აყვანის პროცესი

განაცხადი

იპოვეთ საოცნებო სამსახური Airalo-ში? გადადგით პირველი ნაბიჯი და წარადგინეთ განაცხადი თქვენთვის საინტერესო პოზიციებზე! განაცხადის წარდგენის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში გამოგეხმაურებით.

ხშირად დასმული შეკითხვები

ინტერვიუ

თუ ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის, ჩვენ დავნიშნავთ ინტერვიუების სერიას Airalo-ს გუნდთან. იყავით ცნობისმოყვარე, დასვით შეკითხვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყავით საკუთარი თავი. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველასთვის კარგი ვარიანტია.

ხშირად დასმული შეკითხვები

გადაწყვეტილება

ინტერვიუების შემდეგ კადრების აყვანის ჩვენი გუნდი განსაზღვრავს, ხართ თუ არა პოზიციისთვის შესაფერისი. წარმატების შემთხვევაში, ოფიციალურად გაგაფორმებთ და მოგიწვევთ Airalo-ს გუნდში.

ხშირად დასმული შეკითხვები
სკამზე მჯდარი ქალი, რომელიც იყენებს ლეპტოპს.

შეუერთდით Airalo-ს გუნდს

ახალი კადრები აგვყავს! იპოვეთ საოცნებო სამსახური Airalo-ში.

ყველა ვაკანსიის დათვალიერება

ქვედა კოლონტიტული