ჩვენი წვლილი

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, Airalo ინვესტიციებს დებს უამრავ ინიციატივაში, რომლებიც ხელს უწყობს ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, მდგრადობასა და საყოველთაო კეთილდღეობას.

გლობალურ თანაბარუფლებიანობას ბევრი ფორმა აქვს. ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი დედამიწაზე საყოველთაო გლობალური კავშირის უზრუნველყოფის რწმენაა. რა ტექნოლოგიაც არ უნდა გქონდეთ და სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენი მიზანია, ყველა კავშირზე იყოთ. ადამიანებს შორის ურთიერთკავშირის განმტკიცებასთან ერთად, ტექნოლოგიის მაქსიმალური პოტენციალის გამოყენების თავისუფლება პრივილეგიიდან თანდათან საჭიროებად იქცა.

ციფრული მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯების პარალელურად ჩვენ განვაგრძობთ ეკოლოგიური პასუხისმგებლობით შექმნილი ისეთი ინოვაციური გადაწყვეტების პოპულარიზაციას, რომლებიც ამცირებს ტრადიციული SIM-ბარათებით გამოწვეულ პლასტმასის საჭიროებასა და ნარჩენებს.

აი, ინიციატივები, რომლებსაც ვახორციელებთ: 

ჩვენი წვლილი

დახმარება

როგორც საერთაშორისო კავშირზე ორიენტირებული კომპანია, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, რომ ტელეკავშირის ინფრასტრუქტურა და პარტნიორობები კავშირის საჭიროებისამებრ გასაფართოებლად გამოვიყენოთ.

ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს მონაცემთა სერვისები შემდეგისთვის:

დახმარება
უკრაინა

ფონდი Help Ukraine Connect, 2022

Airalo-ს გუნდმა შექმნა ფონდი Help Ukraine Connect ომის გამო იძულებით გადაადგილებული მილიონობით უკრაინელის მხარდასაჭერად. შეგროვებული თანხა მოხმარდება უშუალოდ რთულ ვითარებაში მყოფ უკრაინელებს, რომელთაც ამ რთული პერიოდის განმავლობაში მობილურ მონაცემებზე წვდომა სჭირდებათ.

მიანმა

სამოქალაქო არეულობა მიანმარში, 2021

მიანმარში სამოქალაქო არეულობისა და კონფლიქტის პერიოდში ტელეკომის სერვისები მწირად იყო ხელმისაწვდომი. მოსახლეობის უმრავლესობას არ ჰქონდა წვდომა SIM-ის ძირითად რესურსებზე. საბედნიეროდ, Airalo-ს eSIM-ის სერვისები ისევ მუშაობდა. ჩვენ მოკლე დროში აღმოვჩნდით მთავარი საშუალება მონაცემებზე წვდომისთვის, Airalo-მ გაიღო დრო, თანხა და რესურსები, რომ მიანმარს კავშირი ჰქონოდა დანარჩენ მსოფლიოსთან.

ავსტრალია

ძლიერი ხანძრები ავსტრალიაში, 2020

Airalo-ს გუნდი მობილიზებულია დახმარების ფონდის შესაქმნელად, ავსტრალიური eSIM-ის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ავსტრალიის ძლიერი ხანძრების გამო გამოწვეული ტრაგიკული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს.

საგანმანათლებლო რესურსები

Airalo-ს ბავშვთა ფონდი იყო ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ბავშვთა სპონსორ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან, Children International-თან, თანამშრომლობის შედეგად.

Airalo-ს ფონდი აფინანსებს ბავშვებს განვითარებად ქვეყნებში, ეხმარება მათ საკვების, წყლის, თავშესაფრისა და განათლების უზრუნველყოფაში. ჩვენი მიზანია ახალი ბავშვის დაფინანსება ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი თანამშრომელი შემოუერთდება ჩვენს კომპანიას, და ვიმედოვნებთ, რომ Airalo-ს ზრდის შედეგად, ამ ბავშვებისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

საგანმანათლებლო რესურსები

სუფთა წყალი

Airalo ფინანსურად დაეხმარა ქალაქურ დასახლებას, ბაბუს, კამერუნში, სადაც, ქალაქის ცენტრში, ჭა ააშენეს.

აფრიკის მასშტაბით სოფლის დასახლებებში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იტანჯება სუფთა, უსაფრთხო წყლის ნაკლებობის გამო. მთელ მსოფლიოში ყოველი 9 ადამიანიდან 1-ს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, თუმცა აფრიკის ბევრ რეგიონში ასეა 9-დან 8 ადამიანი. წყალი ყოველდღიური მზარდი გამოწვევაა. წყლის გარეშე შეუძლებელია საკვების მოყვანა, ჯანსაღი ცხოვრება, სკოლაში სიარული და მუშაობა. სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ეს მძიმე ტვირთია, რის გამოც ისინი სიღარიბეში რჩებიან. უსაფრთხო წყალზე წვდომა ხელს შეუწყობს პირველი ბარიერის გადალახვას უკეთესი ცხოვრებისკენ და პრობლემებს პოტენციალად აქცევს — განათლების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გაუმჯობესებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს.

სუფთა წყალი

გარემოს მდგრადობა

პლასტმასა არის უზარმაზარი ტვირთი ჩვენი პლანეტისთვის და ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც მასიურად ამცირებს SIM-ბარათების წარმოებასა და მათ შეფუთვაში პლასტმასის გამოყენებას.

ყოველწლიურად 4 მილიარდზე მეტი SIM-ბარათი იწარმოება; ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ტონა პლასტმასა და საწვავის ბალონები გამოიყენება, რაც წარმოების პროცესში გამოსაყენებელ რესურსებს სულ უფრო ამცირებს.

სანამ დანარჩენი მსოფლიო ცდილობს, გამოიყენოს უფრო მდგრადი პრაქტიკა წარმოებისა და დისტრიბუციისთვის, Airalo მოწოდებულია, მუდმივად მოძებნოს ახალი და ინოვაციური გზები ჩვენ მიერ დატოვებული ნახშირბადის კვალის შესამცირებლად.

გარემოს მდგრადობა

გსურთ, მეტი შეიტყოთ Airalo-ს შესახებ?