Airalo-ს შესახებ

ოდესმე მიგიღიათ როუმინგის უზარმაზარი გადასახადი საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ? ოდესმე დაგიკარგავთ სატელეფონო სერვისი ან კავშირი მოგზაურობისას და გიძებნიათ სასოწარკვეთილს უფასო Wi-Fi? დაკარგეთ დრო აეროპორტში SIM-ის გამყიდველის ძებნაში? ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს, სწორედ ამიტომ შევქმენით Airalo.

eSIM-გადაწყვეტა

Airalo მთელ მსოფლიოში eSIM-ბარათების პირველი მაღაზიაა, რომელიც როუმინგის მაღალი ტარიფების პრობლემას წყვეტს და eSIM-ებზე (ციფრულ SIM-ბარათებზე) გაძლევთ წვდომას. Airalo-სგან შემოთავაზებული eSIM-ების მეშვეობით ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ მონაცემთა ციფრული პაკეტი 200-ზე მეტი ქვეყნიდან/რეგიონიდან და ჩასვლისთანავე იყავით კავშირზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ჩვენი მისია

Airalo-ს მისიაა, უზრუნველყოფს გლობალური მობილური ინტერნეტი ყველა მოგზაურისთვის. ჩვენ გვსურს, გაგათავისუფლოთ როუმინგის შეზღუდვებისგან და აღმოვფხვრათ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, გვაწუხებს.

ჩვენთვის ღირებულია მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და თანაბარუფლებიანობა. ჩვენი გუნდი მუშაობს 20-ზე მეტ ქვეყანასა და 6 კონტინენტზე. ჩვენ გვაერთიანებს მისია, შევცვალოთ კავშირის დამყარების გზა.

მოკლე ფაქტები

მომხმარებელი

1 მილიონზე მეტი

(2022 წლის აგვისტო)

2019

დაარსების წელი

დაფარვა

200 ქვეყანა

და რეგიონი

A სერია

5.4 მილიონი დოლარი

ჩვენი წვლილი

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, Airalo ყოველთვის ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში. ინიციატივებს შორის აღსანიშნავია სუფთა წყლის ინიციატივა კამერუნში, ჩვენი თანამშრომლობა Children International-თან განვითარებად ქვეყნებში ბავშვების დაფინანსების მიზნით და ჩვენ მიერ ორგანიზებული სხვა საქველმოქმედო ფონდები უკრაინისთვის მიანმარისა და ავსტრალიისთვის.

ღირებულებები

Airalo არის ორგანიზაცია, რომლისთვისა ღირებულია მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და თანაბარუფლებიანობა. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს რამდენიმე კონტინენტს, სხვადასხვა წარსულითა და უნიკალური გამოცდილებით, ჩვენ საკუთარი ცხოვრების ყოველ დღეს საყოველთაო საერთაშორისო კავშირის უზრუნველყოფას ვუთმობთ.

დამფუძნებლები

Abraham Burak

თანადამფუძნებელი, COO Airalo

Ahmet Bahadır Özdemir

თანადამფუძნებელი, CEO Airalo

გუნდი

გაიცანით Airalo-ს გუნდი! ჩვენი გუნდი მუდმივად ფართოვდება ჩვენს მთავარ ცენტრებში სინგაპურში, სტამბოლსა და ტორონტოში. მსოფლიოს ყველა კუთხეში გვყავს თანაგუნდელები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, რომ Airalo შესანიშნავი ორგანიზაცია იყოს. 

100+

გუნდის ზომა

20+

ქვეყანა

6

კონტინენტები

ჩემი eSIM-ები
პროფილი