ეს კონფიდენციალურობის დებულება („დებულება“) განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ამხელს, გადასცემს და ინახავს Airalo თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე, თქვენს უფლებებსა და არჩევანს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ის უნდა წაიკითხოთ ჩვენს ზოგად პირობებთან ერთად და, თუ ჩვენი სერვისების მომხმარებელი ხართ, ჩვენს სერვისების გამოყენების პირობებთან ერთად.
როდესაც ვამბობთ „Airalo“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“, ვგულისხმობთ AirGSM Pte Ltd-ს, კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სინგაპურში მისამართზე: 6 Raffles Blvd, #03-308 Marina Square, Singapore 039594.
თუ Airalo-ს სერვისებზე წვდომა მოგანიჭათ მესამე მხარემ (მაგ., ტურისტულმა სააგენტომ ან თქვენმა დამსაქმებელმა), Airalo-მ შეიძლება მიიღოს თქვენი პერსონალური მონაცემები მათგან. თქვენ ასევე უნდა წაიკითხოთ მათი კონფიდენციალურობის დებულება, რადგან ისინი შეიძლება თქვენს პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ, ამუშავებდნენ და იყენებდნენ Airalo-სგან განსხვავებულად.
პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და მათი შეგროვების წესი.
პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებად პირს. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში და აღწერილია, თუ როგორ ვიყენებთ მას.
ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა გზით, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებსა და პლატფორმებს.
ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია
როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ან პლატფორმას, ან სხვაგვარად ურთიერთქმედებთ ჩვენთან, ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვაზიარებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პერსონალურ მონაცემებს:
თუ თქვენ ხართ ჩვენი სერვისების ან პლატფორმების მომხმარებელი* *შესაბამის შემთხვევებში
თქვენი ანგარიშის შესაქმნელად საჭირო პერსონალური მონაცემები |
სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართები, საფოსტო მისამართი/მდებარეობა (ქვეყანა, პროვინცია/შტატი, ქალაქი), ტელეფონის ნომრები**. **თუ სერვისებზე წვდომა მოგანიჭათ მესამე მხარემ, ეს შეიძლება მოიცავდეს მონაცემებს თქვენს ურთიერთობაზე ასეთ მესამე მხარესთან (მაგ., დასაქმების ურთიერთობა) |
---|---|
მესამე მხარის შესვლის ინფორმაცია | თუ თქვენ აირჩევთ ანგარიშის შექმნას მესამე მხარის პლატფორმის (მაგალითად, Apple-ის, Google-ის ან Facebook-ის) საშუალებით, ჩვენ შეიძლება ავტომატურად მივიღოთ შესვლის ინფორმაცია ამ მესამე მხარისგან. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განსხვავდება იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თქვენ მიაწოდეთ მესამე მხარეს და თქვენი უპირატესი პარამეტრების მიხედვით მესამე მხარის პლატფორმაზე (მაგალითად, თქვენ შეიძლება ჩართული გქონდეთ Apple-ის „ჩემი ელფოსტის დამალვის“ ფუნქცია). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი მესამე მხარის კონფიდენციალურობის შეტყობინება. |
შესაბამისობის შემოწმებებისთვის საჭირო პერსონალური მონაცემები (ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით) | თუ ამას მოითხოვს მოქმედი კანონები და რეგულაციები, მაგალითად, სავალდებულო eKYC შემოწმებების შემთხვევაში, Airalo-მ შეიძლება დაამუშაოს ისეთი კატეგორიის მონაცემები, როგორიცაა ბიომეტრიული ინფორმაცია, დაბადების თარიღი, საგანმანათლებლო კვალიფიკაცია, პირადობის მოწმობები (ან სხვა ID ნომრები), გეოგრაფიული მდებარეობა, შესაბამისი ბიზნეს პარტნიორის ინფორმაცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც ეხება ექსპორტის კონტროლს ან საბაჟო შესაბამისობას. |
მომხმარებლის კმაყოფილებისთვის საჭირო პერსონალური მონაცემები | კანონით ნებადართულ ფარგლებში ან თქვენი თანხმობით, Airalo-მ შეიძლება გააერთიანოს პირდაპირ ან ირიბად შეგროვებული ინფორმაცია ამგვარი მონაცემების სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად, რათა Airalo-მ უკეთ მოარგოს თქვენთან ურთიერთქმედება და განსაზღვროს, თუ რომელი ინფორმაცია შეესაბამება საუკეთესოდ თქვენს ინტერესებსა ან საჭიროებებს. |
Airalo-ს ვებგვერდებისა და აპების თქვენი გამოყენებით ან მათში მონაწილეობით გენერირებული მონაცემები |
|
თუ თქვენ ხართ Airalo-ს პარტნიორის ან პოტენციური პარტნიორის თანამშრომელი
Airalo-სთან თქვენს საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები | თქვენი დამსაქმებლის კომპანიის სახელი და დარგი, თქვენი თანამდებობა, როლი, დეპარტამენტი და ფუნქცია, ასევე, თქვენი კომპანიის ურთიერთობის ისტორია Airalo-სთან. |
---|---|
ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია | თუ დაგვჭირდება დოკუმენტების გამოგზავნა ხელმოწერისთვის, ჩვენ შევინახავთ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს, თქვენს თანამდებობასა და როლს კომპანიაში. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ და შევინახოთ დამატებითი ინფორმაცია, რათა დავადასტუროთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ, ხელი მოაწეროთ თქვენი კომპანიის სახელით |
თუ თქვენ განაცხადი შეგაქვთ Airalo-ში სამუშაოზე
თქვენს განაცხადთან დაკავშირებით მიღებული პერსონალური მონაცემები | სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართები, საფოსტო მისამართი/მდებარეობა (ქვეყანა, პროვინცია/შტატი, ქალაქი), ტელეფონის ნომრები და ნებისმიერი სხვა პირადი მონაცემი, რომელსაც გვაწვდით თქვენს CV-ში, სამოტივაციო წერილში ან გასაუბრებისა და შერჩევის პროცესში |
პირადი მონაცემების სპეციალური კატეგორიები. ეს არის მონაცემების უფრო მგრძნობიარე ტიპები, როგორიცაა ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის, რელიგიის ან ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ჩვენ, როგორც წესი, არ ვაგროვებთ ამ კატეგორიის ინფორმაციას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ამ ტიპის მონაცემების გამჟღავნება, მაგალითად, როდესაც დაუკავშირდებით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ან თუ გამოხატავთ გამოხმაურებას ჩვენი პლატფორმის ხელმისაწვდომობის შესახებ.
რატომ და როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის, ან ამ მიზნების კომბინაციისთვის:
როდესაც ჩვენ ვასრულებთ ხელშეკრულებას თქვენთან ან მესამე მხარესთან, როგორიცაა თქვენი დამსაქმებელი. ეს მოიცავს ჩვენი სერვისების თქვენთვის მოწოდებას.
როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი ბიზნესის წარმართვისთვის ან Airalo-ს ლეგიტიმური ინტერესების განსახორციელებლად. მაგალითად:
როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელებისთვის ან დაცვისთვის, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვალდებულები ვიყოთ, შევინახოთ ინფორმაცია კანონით, ან ჩავატაროთ eKYC შემოწმებები გარკვეულ ქვეყნებში.
როდესაც ჩვენ მიღებული გვაქვს თქვენი თანხმობა. იმ გარემოებებში, როდესაც თქვენ პირდაპირ მოგვეცით თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ, გააუქმოთ ეს თანხმობა ნებისმიერ დროს, ან იმ ფუნქციონალის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თანხმობის მიცემასა და გაუქმებას, ან ჩვენთან დაკავშირებით მისამართზე [email protected]. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება გვქონდეს უფლება, გავაგრძელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ ეს შეიძლება გამართლდეს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ვის შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე
Airalo-ს თანამშრომლები. Airalo-ს ზოგიერთ თანამშრომელს ექნება წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ ყველაფრის შესრულებაში, რასაც ითვალისწინებს კონფიდენციალურობის წინამდებარე დებულების სექცია „რატომ და როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს“.
Airalo-ს ჯგუფის კომპანიები და თანამშრომლები. Airalo გლობალური კომპანიაა და ჩვენი სამუშაო ძალა განაწილებულია მთელ მსოფლიოში. წვდომა უზრუნველყოფილია მხოლოდ მათთვის, ვისაც სამუშაოსთან დაკავშირებული ნამდვილი საჭიროება აქვს.
გარე სერვისის პროვაიდერები. Airalo ეყრდნობა მესამე მხარეებს ჩვენი სერვისების გარკვეული ელემენტების უზრუნველსაყოფად ან ჩვენი პლატფორმის ტექნიკური მუშაობის მხარდასაჭერად, მათ შორის, ჩვენი ქსელური კავშირის პროვაიდერებს, ჰოსტინგის სერვისების პროვაიდერებს, გადახდების დამმუშავებლებს და ა.შ. ჩვენ დავეყრდნობით მხოლოდ იმ სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის სახელშეკრულებო გარანტიებს მათ მიერ დამუშავებული ინფორმაციის გადაცემისა და დამუშავებისთვის.
დამოუკიდებელი მესამე მხარის სერვისები, ვებსაიტები და ბიზნესები. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული პრომოაქციასთან, მარკეტინგულ ღონისძიებასთან ან ვებინართან. Airalo ასევე იყენებს მესამე მხარის მიმოხილვის პლატფორმას, Trustpilot-ს, რომელიც შეიძლება დაგიკავშირდეთ Airalo-სთან თქვენი გამოცდილების შესახებ გამოხმაურების შესაგროვებლად.
დისტრიბუციის პარტნიორები. Airalo იყენებს დისტრიბუციის პარტნიორებს თავისი სერვისების გასაყიდად და ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს მათთან ინფორმაციის გაზიარება, განსაკუთრებით თუ თქვენ სერვისები მათგან შეიძინეთ და არა პირდაპირ Airalo-სგან.
სხვა გამჟღავნებები. მათ შორის:
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც გვჭირდება ან კანონიერად ვართ ვალდებულები, რომ შევინახოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ შეგროვდა ისინი, და გვაქვს თუ არა ამისათვის მუდმივი იურიდიული საფუძველი (როგორიცაა ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები, ან თქვენთან ჩვენი ხელშეკრულების შესრულება). როდესაც ჩვენ აღარ გვექნება თქვენი მონაცემების შენახვის მიზეზი, ჩვენ წავშლით მას ან ანონიმურად ვაქცევთ, რომ თქვენი იდენტიფიცირება არ მოხდეს. თქვენ შეგიძლიათ, წაშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ან გვთხოვოთ ამის გაკეთება თქვენთვის ნებისმიერ დროს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, სექციაში „იცოდეთ თქვენი უფლებები“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ გარემოებებში Airalo შეიძლება კანონით ვალდებული იყოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემების ნაწილობრივ ან მთლიანად, ან ჰქონდეს დამაჯერებელი ლეგიტიმური ინტერესები მონაცემების შესანახად, წაშლის მოთხოვნის შემდეგაც კი. მაგალითად, Airalo ვალდებულია, შეინახოს გარკვეული პერსონალური მონაცემები პრინციპით „იცნობდე შენს კლიენტს“ (eKYC) გათვალისწინებული იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად.
როგორ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უსაფრთხოდ
ჩვენ დანერგილი გვაქვს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რომ თავიდან ავიცილოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაკარგვა, არაავტორიზებული გამოყენება ან მათზე წვდომა, შეცვლა ან გამჟღავნება. გარდა ამისა, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ იმ თანამშრომლებს, კონტრაქტორებსა და სხვა მესამე მხარეებს ვანიჭებთ, რომლებსაც აქვთ მათი ცოდნის ბიზნეს საჭიროება. ისინი დაამუშავებენ თქვენს მონაცემებს მხოლოდ ჩვენი ინსტრუქციის შესაბამისად და ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის ვალდებულებას. თუმცა, ინტერნეტით ან მობილური ტექნოლოგიით გადაცემის, ან ელექტრონული შენახვის არცერთი მეთოდი არ არის სრულიად უსაფრთხო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, არ შეგვიძლია, გავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემების აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია.
თქვენი პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება გლობალურად. უფრო კონკრეტულად, თქვენი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება მონაცემთა ცენტრებში მთელ მსოფლიოში და არა აუცილებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ. მონაცემთა ცენტრების ზუსტი მდებარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფებით პლატფორმის ან სერვისების გამოყენებისას, ასევე, იმ მესამე მხარეების მდებარეობებზე, რომლებთანაც ჩვენ ვაზიარებთ პერსონალურ მონაცემებს (იხილეთ სექცია „ვის შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე“). იმ ქვეყნების კანონები და რეგულაციები, რომლებშიც ხდება დამუშავება, შეიძლება არ უზრუნველყოფდეს პერსონალური მონაცემების დაცვის ისეთივე დონეს, როგორსაც უზრუნველყოფს რეგულაციები თქვენს ქვეყანაში. თუმცა, ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად, როდესაც ის გადაიცემა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, შეამოწმოთ ქვემოთ მოცემული სექცია „ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობა“.
იცოდეთ თქვენი უფლებები.
თუ ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თქვენ შეიძლება გქონდეთ გარკვეული უფლებები (თქვენი მდებარეობის მიხედვით). მათ შორისაა:
თუ გსურთ, გამოიყენოთ რომელიმე ამ უფლებათაგანი, ჩვენს ვებსაიტებსა და აპებს ექნება ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეასრულოთ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების უმეტესობა. თუ გსურთ ისეთი უფლების გამოყენება, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ამ ფუნქციების საშუალებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
ბავშვები. ჩვენი სერვისები და პლატფორმები არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 13 წლამდე ასაკის პირებისგან. თუ თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ 13 წლამდე ასაკის პირმა მოგვაწოდა თავისი პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, შეგვატყობინოთ მისამართზე [email protected].
საკონტაქტო ინფორმაცია.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ან გსურთ, ისარგებლოთ თქვენი უფლებებით კონფიდენციალურობის ამ დებულების შესაბამისად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე [email protected].
თუ თქვენ გჭირდებათ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე წვდომა ალტერნატიულ ფორმატში შეზღუდული შესაძლებლობების გამო, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს აპლიკაციის შიდა ფუნქციონალების საშუალებით ან ელფოსტის მისამართის [email protected] ან აშშ-ის უფასო ტელეფონის ნომრის გამოყენებით: +1 (888) 870-2848.
თუ არ ხართ კმაყოფილი ჩვენი პასუხით და იმყოფებით ევროკავშირში ან გაერთიანებულ სამეფოში, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი თქვენს ადგილობრივ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ორგანოში.
ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობა
თუ Airalo-ს კონფიდენციალურობის დებულებები ვრცელდება | მაშინ მოქმედებს შემდეგი |
---|---|
ევროკავშირი/ევროპის ეკონომიკური ზონა ან ქვეყანა, რომელსაც აქვს GDPR-ის მსგავსი ეროვნული კანონმდებლობა |
ვინ არის მაკონტროლებლის მონაცემთა დაცვის ოფიცერი? თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Airalo ჯგუფის მონაცემთა დაცვის ოფიცერს ნებისმიერ დროს [email protected]ზე. ვინ არის მონაცემთა დაცვის შესაბამისი ორგანო? მონაცემთა დაცვის თქვენი კონკრეტული ზედამხედველის საკონტაქტო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს ვებსაიტზე. როგორ ამართლებს Airalo მონაცემთა საერთაშორისო გადაცემებს? როგორც საერთაშორისო ჯგუფი, Airalo-ს ასევე ჰყავს აფილირებული კომპანიები და მესამე მხარის სერვისის პროვაიდერები ევროპის ეკონომიკური ზონის („EEA“) გარეთ არსებულ ქვეყნებში. Airalo-მ შეიძლება გადასცეს თქვენი პერსონალური მონაცემები EEA-ს გარეთ არსებულ ქვეყნებში თავისი საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში. თუ Airalo გადასცემს პერსონალურ მონაცემებს ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის შიგნით არსებული ქვეყნიდან ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ არსებულ ქვეყანაში, რომლისთვისაც ევროკომისიას არ აქვს გამოცემული ადეკვატურობის გადაწყვეტილება, Airalo იყენებს ევროკავშირის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს, რათა სახელშეკრულებო წესით მოითხოვოს, რომ მონაცემთა იმპორტიორმა გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ისეთი დონე, რომელიც ეკვივალენტურია ევროპის ეკონომიკურ ზონაში არსებული დონის. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია და მათი მოსაზრებები მონაცემთა დაცვის საერთაშორისო საკითხებზე ევროკომისიის მონაცემთა დაცვის საერთაშორისო განზომილების ვებგვერდზე. |
კოლუმბია |
თუ Airalo ექვემდებარება კოლუმბიის 2012 წლის კანონის 1581 და 2013 წლის განკარგულების 1377 დებულებებს, მოქმედებს შემდეგი: კოლომბიაში თქვენ გაქვთ უფლება:
|
საუდის არაბეთის სამეფო (KSA) |
იმ ზომით, რა ზომითაც პერსონალური მონაცემების დაცვის აქტის („PDPL“) დებულებები ვრცელდება Airalo-ზე, მოქმედებს შემდეგი: Airalo ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ელექტრონული საშუალებებით შეგროვების, შენახვისა და დამუშავების სხვა ოპერაციებისთვის, როგორც ზემოთ არის აღწერილი.
|
მალაიზია |
იმ ზომით, რა ზომითაც Airalo ექვემდებარება მალაიზიის პერსონალური მონაცემების დაცვის აქტის („PDPA“) დებულებებს, მოქმედებს შემდეგი: Airalo-მ დანერგა ტექნოლოგია, უსაფრთხოების ფუნქციები და მკაცრი პოლიტიკა მომხმარებელთა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დასაცავად, მათ შორის კონფიდენციალურობის წინამდებარე დებულების მალაიზიური (ბაჰასა მალაიზია) ვერსია. |
ფილიპინები | ფილიპინების საზღვრებში თქვენ უფლებამოსილი ხართ:
|
სამხრეთ აფრიკა |
იმ ზომით, რა ზომითაც Airalo ექვემდებარება სამხრეთ აფრიკის პერსონალური ინფორმაციის დაცვის აქტის, 2013 („POPIA“) დებულებებს, მოქმედებს შემდეგი: „პერსონალური მონაცემები“ კონფიდენციალურობის წინამდებარე დებულებაში გულისხმობს პერსონალურ მონაცემებს, როგორც ეს ტერმინი განისაზღვრება POPIA-ში. „თქვენ“ და „თქვენი“ კონფიდენციალურობის წინამდებარე დებულებაში გულისხმობს ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, როგორც ეს ტერმინები გამოიყენება POPIA-ში. თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დეტალები, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის აქტის 2/2000 („PAIA“) შესაბამისად. თუ თქვენ, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, თვლით, რომ Airalo-მ, როგორც პასუხისმგებელმა მხარემ, გამოიყენა თქვენი პერსონალური მონაცემები POPIA-ს დარღვევით, პირველ რიგში, უნდა სცადოთ საკითხის მოგვარება Airalo-სთან. თუ არ იქნებით კმაყოფილი ამ პროცესით, გაქვთ უფლება, საჩივარი შეიტანოთ ინფორმაციის მარეგულირებელთან, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგნაირად: JD House, 27 Stiemens Street, Braamfontein, Johannesburg, 2001, PO Box 31533, Braamfontein, Johannesburg, 2017 ელფოსტის მისამართი: [email protected] შეკითხვები: [email protected] |
ამერიკის შეერთებული შტატები |
იმ ზომით, რა ზომითაც Airalo ექვემდებარება კალიფორნიაში მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტის 2018 (CCPA) დებულებებს, 2020 წლის კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების აქტებში (CPRA) შესწორებული სახით (შემდგომში „CCPA“) ან აშშ-ის იმ სხვა შტატების კანონებს, რომლებსაც შესატყვისი დებულებები აქვს, იმოქმედებს შემდეგი: თქვენ გაქვთ უფლება:
სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება კალიფორნიაში. ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი კატეგორიების სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს (როგორც ეს განსაზღვრულია კალიფორნიის კანონმდებლობით): ბიომეტრიული ინფორმაცია, გეოლოკაცია, სოციალური დაზღვევის ნომერი ან მთავრობის მიერ გაცემული სხვა პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია, ანგარიშში შესვლის ინფორმაცია, გადახდის ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გროვდება ტრანსაქციების დასამუშავებლად, კანონების შესასრულებლად, ჩვენი ბიზნესის სამართავად ან სერვისების მოწოდების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ასეთ ინფორმაციას იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების აქტის 1798.121 სექციაში. |
ქუქი-ჩანაწერების გამოყენების წინამდებარე დებულება („დებულება“) აღწერს, თუ როგორ იყენებს Airalo ქუქი-ჩანაწერებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ინფორმაციის შესაგროვებლად და შესანახად, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს ვებსაიტებს ან ჩვენს აპებს. ის უნდა წაიკითხოთ ჩვენს ზოგად პირობებთან ერთად და, თუ ჩვენი სერვისების მომხმარებელი ხართ, სერვისების გამოყენების პირობებთან ერთად.
როდესაც ვამბობთ „Airalo“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“, ვგულისხმობთ AirGSM Pte Ltd-ს, კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სინგაპურში მისამართზე: 6 Raffles Blvd, #03-308 Marina Square, Singapore 039594.
რა არის „ქუქი-ჩანაწერები და მსგავსი ტექნოლოგიები“? ქუქი-ჩანაწერები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც განთავსდება თქვენს მოწყობილობაზე (რომელიც შეიძლება იყოს თქვენი კომპიუტერი, პლანშეტი ან სმარტფონი) თქვენ მიერ გამოყენებული ვებსაიტების ან აპების მოთხოვნით. ისინი შეიძლება იყოს პირველი მხარის ან მესამე მხარის ქუქი-ჩანაწერები, და აუცილებელი ან არააუცილებელი ქუქი-ჩანაწერები. ქვემოთ აღვწერთ, რას ნიშნავს ეს ტერმინები და როგორ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერების სხვადასხვა ტიპებს.
მსგავსი ტექნოლოგიები, როგორიცაა „თეგები“, „სათვალთვალო პიქსელები“, „ვებ-შუქურები“, „გამჭვირვალე GIF-ები“ და „სოციალური ქსელების დანამატები“, ხშირად გამოიყენება ქუქი-ჩანაწერებთან ერთად იმისთვის, რომ დაეხმაროს ვებსაიტის მფლობელებს მომხმარებლების უკეთ გაგებაში.
პირველი მხარის ქუქი-ჩანაწერები. ეს არის ქუქი-ჩანაწერები, რომლებიც დაყენებულია თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტის მიერ — ჩვენს შემთხვევაში, Airalo-ს ვებსაიტის მიერ. ისინი გვაწვდის ინფორმაციას, რომელიც გვეხმარება თანმიმდევრული და რელევანტური გამოცდილების უზრუნველყოფაში. ამას გარდა, ისინი იწერე ინფორმაციას ექსპერიმენტების ან ახალი გაუმჯობესებების შესახებ, რომლებსაც ჩვენ შეიძლება ვტესტავდეთ, რათა თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ იყენებთ მათ და არის თუ არა ისინი ეფექტური.
მესამე მხარის ქუქი-ჩანაწერები. ეს არის ქუქი-ჩანაწერები, რომლებიც დაყენებულია ვინმეს მიერ, გარდა თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტის მფლობელისა, მაგალითად, იმის სანახავად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები სხვადასხვა ვებსაიტს. ეს ინფორმაცია მთლიანად კონტროლდება ამ შესაბამისი მესამე მხარის მიერ და მისი კონფიდენციალურობის დებულება გავრცელდება. ამ ქუქი-ჩანაწერების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ ბმულზე „ქუქი-ჩანაწერების მართვა“, ვებგვერდის ქვედა კოლონტიტულში.
აუცილებელი ქუქი-ჩანაწერები. ეს საჭიროა ჩვენი ვებსაიტის ძირითადი ფუნქციებისთვის. აქედან გამომდინარე, არ შეგიძლიათ მათზე უარის თქმა. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ მათ ისეთი ინფორმაციის დასამახსოვრებლად, როგორიცაა თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ან სხვა ქუქი-ჩანაწერების დასამახსოვრებლად, რომლებზეც თქვენ დათანხმდით ან უარი თქვით.
არააუცილებელი ქუქი-ჩანაწერები შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ტიპის ქუქი-ჩანაწერებად:
როგორ ვთქვათ უარი ქუქი-ჩანაწერებზე. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ უარი ქუქი-ჩანაწერებზე, რომლებიც არ არის აუცილებელი ქუქი-ჩანაწერები. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომელ ქუქი-ჩანაწერებს ვიყენებთ, და განაახლოთ უპირატესი პარამეტრები ვებგვერდის ქვედა კოლონტიტულში „ქუქი-ჩანაწერების მართვის“ ბმულის საშუალებით.
ასევე შესაძლებელია, თქვენს ბრაუზერს მიუთითოთ, უარი თქვას ქუქი-ჩანაწერებზე ჩვენი ვებსაიტიდან. ბრაუზერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ, უარი თქვათ ქუქი-ჩანაწერებზე მთლიანად, ან შეგატყობინოთ, როდესაც ვებსაიტი ცდილობს ქუქი-ჩანაწერის გამოყენებას ან განახლებას. თუ იყენებთ რამდენიმე მოწყობილობას, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ბრაუზერის განახლება ყველა მოწყობილობაზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბრაუზერის დახმარების ფუნქციაში.
What are web beacons and how are they used by Airalo? Webpages and HTML emails may contain a small snippet of code called a web beacon. ვებ-შუქურები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, გადასცეს ან შეაგროვოს ინფორმაცია გრაფიკული სურათის მოთხოვნის საშუალებით. Airalo-მ შეიძლება გამოიყენოს ვებ შუქურები — ქუქი-ჩანაწერების მსგავსად — მრავალი მიზნისთვის, მათ შორის, საიტის გამოყენების ანალიტიკისთვის, რეკლამის აუდიტისა და ანგარიშგებისთვის, და კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზაციისთვის.
Can you manage web beacons? Each browser provides users with functionality in their respective technical settings that can be used to prevent the automated download of images, pixels, beacons or other tracking technologies. თუ გსურთ, რომ თქვენმა ბრაუზერმა არ დაამყაროს პირდაპირი კომუნიკაცია ელფოსტის გამომგზავნთან, შეგიძლიათ, ბრაუზერი დააყენოთ შესაბამისად.
შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და USD $3.00 Airmoney გამოიმუშაოთ.