როგორ დავაინსტალირო Airalo eSIM პირდაპირ ჩემს iOS მოწყობილობაზე?

დაინსტალირებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენი მოწყობილობა:

როგორ მოვემზადოთ eSIM-ის დაინსტალირებამდე?

  1. შედით Airalo-ს ანგარიშში
  2. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები
  3. აირჩიეთ eSIM, რომლის დაყენებაც გსურთ
  4. აირჩიეთ დეტალების ნახვა
  5. გახსენით ინსტალაციის ინსტრუქცია. აპის ვერსიის მიხედით შესაძლოა დაინახოთ:
    • ინსტალაციის ინსტრუქციის ნახვა, ან
    • eSIM-ის გამოყენების წესი > eSIM-ის ინსტალაციის წესი
  6. აირჩიეთ პირდაპირი, შემდეგ შეხებით აირჩიეთ eSIM-ის ინსტალაცია

როგორ დააინსტალიროთ eSIM პირდაპირ iOS-ზე

  1. აირჩიეთ შემდეგი, რომ მიჰყვეთ დეტალურ გზამკვლევს
  2. აირჩიეთ გაგრძელება ორჯერ
  3. რამდენიმე წუთით დაელოდეთ თქვენი eSIM-ის გააქტიურებას
  4. აირჩიეთ მზადაა
  5. აირჩიეთ სახელი თქვენი eSIM-ისთვის (მაგ., „Airalo“)
  6. ნაგულისხმევი ნომრის გვერდზე:
    • აიჩიეთ ნაგულისხმევი ნომერი ზარებისა და SMS-ებისთვის
    • აირჩიეთ თქვენი ძირითადი ხაზი iMessage-ისა და FaceTime-სთვის
    • აირჩიეთ Airalo eSIM ფიჭური/მობილური მონაცემებისთვის
  7. ფიჭური მონაცემების გადართვის ნებართვა უნდა იყოს გამორთული 

*თუ თქვენი eSIM მონაცემების გარდა ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებსაც უჭერს მხარს, შეგიძლიათ, ის ზარებისა და SMS-ებისთვის აირჩიოთ.

ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ თქვენ დაინახავთ დასტურს, რომ eSIM წარმატებით დაინსტალირდა.

როგორ დაუკავშირდეთ მობილურ მონაცემებს

  1. გახსენით პარამეტრები > ფიჭური (ან პარამეტრები > მობილური მონაცემები)
  2. აირჩიეთ eSIM-ის გეგმა
  3. ჩართეთ ამ ნომრის ჩართვა, თუ არ არის ჩართული
  4. შეამოწმეთ, საჭიროა თუ არა მონაცემთა როუმინგისჩართვა (გაეცანით Airalo-ს აპის ინსტრუქციას სექციაში
    • როგორ გამოიყენოთ eSIM > როგორ დაუკავშირდეთ, ან
    • დაინსტალირების ინსტრუქციის ნახვა, ნაწილი 2/2 )
  5. ჩართეთ ან გამორთეთ მონაცემთა როუმინგი საჭიროებისამებრ
  6. დაბრუნდით აქ:ფიჭური/მობილური მონაცემები და აირჩიეთ Airalo eSIM მონაცემების ნომრად
  7. თქვენი eSIM ავტომატურად დაუკავშირდება მხარდაჭერილ მობილურ ქსელს.

თუ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.

სხვა მეთოდს ამჯობინებთ?

როგორ დავაინსტალირო Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე QR-კოდის მეშვეობით

როგორ დავაინსტალირო Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე ხელით

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x