როდის შემიძლია eSIM-ის გამოყენება?

იმის გასარკვევად, თუ როდის შეგიძლიათ eSIM-ის ინსტალაცია, უნდა იცოდეთ აქტივაციის წესები. eSIM-ების უმეტესობა აქტიურდება დანიშნულების ქვეყანაში, მხარდაჭერილ ქსელთან ან რომელიმე მხარდაჭერილ ქსელთან დაკავშირების შემდეგ. […]

თუ ჯერ არ ხართ დაფარვის ზონაში, eSIM-ის გამოყენებამდე უნდა მოიცადოთ. უმეტეს შემთხვევაში eSIM-ის დაინსტალირება შეგიძლიათ შეძენისთანავე.

როდესაც eSIM-ის გამოსაყენებლად მზად იქნებით, შეამოწმეთ, რომ ის ნამდვილად ჩართულია და არჩეულია მონაცემებისთვის — ამ გზით ის დაუკავშირდება ქსელს დაფარვის ზონაში.

სად მუშაობს eSIM?

eSIM მუშაობს მხოლოდ მისი დაფარვის ზონაში — მაგალითად, eSIM საფრანგეთისთვის მუშაობს მხოლოდ საფრანგეთში.

თუ eSIM-ს მისი დაფარვის ზონაში მოხვედრამდე დააინსტალირებთ, გამოყენებას ვერ შეძლებთ — ქსელთან დასაკავშირებლად საჭირო ყველა ნაბიჯის შესრულების შემთხვევაშიც კი.

როდის შემიძლია eSIM-ის ინსტალირება?

შეძლებისდაგვარად მალე, როდესაც სტაბილური ინტერნეტკავშირი გექნებათ. დაინსტალირებამდე უნდა გაეცნოთ პაკეტის მოქმედების წესებს — ზოგი გეგმა მოქმედებას იწყებს eSIM-ის დაინსტალირებისთანავე (იმ შემთხვევაშიც თუ დაფარვის ზონის გარეთ ხართ).

რა არის eSIM-ის მოქმედების წესები?

მოქმედების წესებში მითითებულია, თუ როდის იწყება eSim-ის პაკეტის მოქმედების ვადა — მისი ნახვა შეგიძლიათ პაკეტის დეტალებში eSIM-ის შეძენამდე ან მის შემდეგ.

უმეტეს შემთხვევაში, მოქმედების ვადა იწყება მაშინ, როდესაც eSIM დაუკავშირდება მხარდაჭერილ ქსელს მისი დაფარვის არეალში. ეს ნიშნავს, რომ თუ eSIM-ს მისი დაფარვის ზონის გარეთ დააინსტალირებთ, მოქმედების ვადა თქვენი ჩასვლისას დაიწყება.

ზოგიერთ შემთხვევაში, მოქმედების ვადა დაიწყება მოწყობილობაში eSIM-ის დაინსტალირებისთანავე. ეს ნიშნავს, რომ თუ eSIM-ს მისი დაფარვის ზონის გარეთ დააინსტალირებთ, მოქმედების ვადა იქამდე დაიწყება, სანამ eSIM-ის გამოყენებას შეძლებთ.

რა არის მოქმედების ვადა?

მოქმედების ვადა არის თქვენი eSIM პაკეტისთვის გამოყოფილი დრო. თუ 7 დღიანი 1 გბაიტი მონაცემების მქონე eSIM შეიძინეთ, მოქმედების ვადაა 7 დღე.

გაითვალისწინეთ, რომ მონაცემების რაოდენობა გამოყოფილია მოქმედების მთელი ვადისთვის — და არა დღიურად.

თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, დაგვიკავშირდით — ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებათ.

 

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x