სანდო მოწყობილობები თქვენს ანგარიშში ემატება მას შემდეგ რაც ანგარიშში დადასტურების კოდით შეხვალთ — ისინი ხელს უწყობენ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებას და ამავდროულად აადვილებენ სისტემაში შესვლას იმ მოწყობილობებიდან და ბრაუზერებიდან, რომლებსაც რეგულარულად იყენებთ.
როგორ დავამატო სანდო მოწყობილობა?
როდესაც ახალი მოწყობილობიდან ან ბრაუზერიდან შესვლის შესახებ შევიტყობთ, თქვენ მიიღებთ ელწერილს დამადასტურებელი კოდით — ანგარიშში შესასვლელად კოდის შეყვანა დაგჭირდებათ.
დადასტურების შემდეგ მოწყობილობა ან ბრაუზერი დაემატება სანდო მოწყობილობის სიას.
როგორ გადავამოწმო და ვმართო სანდო მოწყობილობები?
სანდო მოწყობილობების გადახედვა და მართვა შეგიძლიათ ანგარიშის პარამეტრებიდან — შედით პროფილზე > სანდო მოწყობილობები.
თუ დაინახავთ მოწყობილობას, რომელსაც ვერ ცნობთ ან აღარ იყენებთ, შეგიძლიათ წაშალოთ. თუ ამ მოწყობილობიდან ან ბრაუზერიდან ისევ შეეცდებით ანგარიშში შესვლას, დაგჭირდებათ დადასტურების ახალი კოდის შეყვანა.
როგორ მოვიქცე თუ საეჭვო აქტივობას დავინახავ?
თუ თქვენს ანგარიშში ხედავთ უჩვეულო აქტივობას, როგორიცაა, უცნობი შესყიდვები ან ცვლილებები პარამეტრებში, გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ პაროლი.
თუ მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება გჭირდებათ, შესაძლოა, მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომი გამოძიებისთვის.
თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, დაგვიკავშირდით — ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებან.