უმეტეს შემთხვევებში eSIM-ები და შესავსები პაკეტები თქვენს ანგარიშში მომენტალურად არის ხელმისაწვდომი. იშვიათად, მათ მოწოდებას შესაძლოა მეტი დრო დაჭირდეს.
დაგვიანების შემთხვევაში, აპში გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც განმარტავს, რომ თქვენი eSIM გზაშია — მოწოდების სტატუსის შესამოწმებლად შეგიძლიათ განაახლოთ აპი.
როდის ველოდო ჩემი eSIM-ის ან შესავსები პაკეტის მოწოდებას?
დაგვიანების შემთხვევაშიც კი eSIM ძირითადად იგზავნება რამდენიმე წუთში. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა დაჭირდეს 1 საათი.
მჭირდება რამის გაკეთება თუ ჩემი eSIM-ის მოწოდება დაგვიანდა?
თქვენ არ გჭირდებათ რამის გაკეთება, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება, eSIM გამოჩნდება აქ:ჩემი eSIM-ები . ჩვენ ასევე გამოგიგზავნით ელწერილს, რომ შეგატყობონოთ მიწოდების შესახებ.
თუ eSIM შეძენიდან 70 წუთში არ მოგეწოდათ, ავტომატურად დაგიბრუნებთ შეკვეთის თანხას — გამოგიგზავნით შეკვეთის თანხის დაბრუნების დამადასტურებელ ელწერილსაც.
რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემი eSIM არ მომეწოდა?
თუ შეკვეთა არ მოგეწოდათ, გირჩევთ, რამდენიმე საათში სცადოთ სხვა eSIM-ის შეძენა იმავე მდებარეობისთვის.
თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ ან დამატებით მხარდაჭერას საჭიროებთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს — ჩვენ ხელმისაწვდომი ვართ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებით.