უმეტეს შემთხვევებში eSIM-ები და შესავსები პაკეტები თქვენს ანგარიშში მომენტალურად არის ხელმისაწვდომი. იშვიათად მათ მოწოდებას შესაძლოა მეტი დრო დაჭირდეს.
დაგვიანების შემთხვევაში აპში გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც განმარტავს, რომ თქვენი eSIM გზაშია — მოწოდების სტატუსის შესამოწმებლად შეგიძლიათ, განაახლოთ აპი.
როდის ველოდო ჩემი eSIM-ის ან შესავსები პაკეტის მოწოდებას?
დაგვიანების შემთხვევაშიც კი eSIM, როგორც წესი, იგზავნება რამდენიმე წუთში. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, დაჭირდეს ერთ საათამდე.
მჭირდება რამის გაკეთება, თუ ჩემი eSIM-ის მოწოდება დაგვიანდა?
თქვენ არ გჭირდებათ რამის გაკეთება — როდესაც ხელმისაწვდომი იქნება, eSIM გამოჩნდება აქ: ჩემი eSIM-ები. ჩვენ ასევე გამოგიგზავნით ელწერილს, რომ შეგატყობინოთ მიწოდების შესახებ.
თუ eSIM შეძენიდან 70 წუთში არ მოგეწოდათ, ავტომატურად დაგიბრუნებთ შეკვეთის თანხას — გამოგიგზავნით შეკვეთის თანხის დაბრუნების დამადასტურებელ ელწერილსაც.
რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემი eSIM არ მომეწოდა?
თუ შეკვეთა არ მოგეწოდათ, გირჩევთ, რამდენიმე საათში სცადოთ სხვა eSIM-ის შეძენა იმავე მდებარეობისთვის.
თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ ან დამატებით მხარდაჭერას საჭიროებთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს — ჩვენ ხელმისაწვდომი ვართ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებით.