რა არის eSIM-ის რეციკლირება?

ზოგიერთი პროვაიდერი მოითხოვს eSIM-ების გააქტიურებას შეძენიდან გარკვეული დროის განმავლობაში — ეს გულისხმობს ქსელთან აქტიურად დაკავშირებას და არა მხოლოდ მოწყობილობაში ინსტალაციას.

თუ eSIM არ იქნება გამოყენებაში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის რეციკლირდება — ეს ნიშნავს, რომ შემძენი მას ვეღარ გამოიყენებს.

რატომ რეციკლირდება eSIM-ები?

eSIM-ის რეციკლირება პროვაიდერებს ეხმარება მათ ხელთ არსებული eSIM-ების მართვაში და ხელს უწყობს ქსელის უფრო ეფექტურ გამოყენებას.

Airalo არ აკონტროლებს, რეციკლირდება თუ არა eSIM.

როგორ გავიგო, რეციკლირდება თუ არა eSIM?

eSIM-ის შეძენამდე პაკეტის დეტალებში შეგიძლიათ შეამოწმოთ, აქვს თუ არა მას რეციკლირების წესები — ასევე, მოცემული იქნება, რამდენი ხანი გაქვთ eSIM-ის გამოყენების დასაწყებად.

თუ რეციკლირების წესების მქონე eSIM შეიძინეთ, გადადით eSIM-ის დეტალებზე აპში და შეამოწმეთ, რამდენი ხანი გაქვთ მისი გამოყენების დასაწყებად.

რა დრო მაქვს eSIM-ის რეციკლირებამდე?

რეციკლირების პერიოდი შესაძლოა განსხვავდებოდეს პროვაიდერის მიხედვით — ხშირ შემთხვევაში დრო არის შეძენის თარიღიდან 90 დღე, მაგრამ აუცილებლად გადაამოწმეთ eSIM-ის რეციკლირების კონკრეტული დრო.

შემიძლია იმ eSIM-ების შევსება, რომლებიც რეციკლირდება?

დიახ, შეგიძლიათ რეციკლირებადი eSIM-ების შევსება.

თქვენი პაკეტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ რეციკლირების პერიოდი გადაყენდება.

მაგალითად, თუ eSIM-ის გამოყენების დასაწყებად 90 დღე გაქვთ, როგორც წესი, თქვენ გაქვთ 90 დღე ანგარიშის შესავსები პაკეტის გამოყენების დასაწყებად.

რა მოხდება, თუ eSIM-ს არ გამოვიყენებ ან არ შევავსებ?

თუ eSIM-ს განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენებთ, ან არ შეავსებთ, ის რეციკლირდება და დაკარგავთ მისი გამოყენების შესაძლებლობას.

თუ თქვენი eSIM რეციკლირდა, იმავე მდებარეობაზე დაფარვის მისაღებად უნდა შეიძინოთ ახალი eSIM.

თუ eSIM-ის რეციკლირებასთნ ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები გაქვთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ყოველდღე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x