როგორ მუშაობს საერთაშორისო eSIM? სრული სახელმძღვანელო თქვენთვის

თუ ფიზიკურ საერთაშორისო SIM-ბარათს ეძებთ, სწორ ადგილას მოხვდით. eSIM-ები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესაძლებლობას გაძლევთ ისე, რომ დამატებითი ტექნიკური საშუალებები არაა საჭირო.

eSIM სწრაფი და მარტივი გადაწყვეტაა მოთხოვნისამებრ მობილურ ინტერნეტზე წვდომისთვის, როცა საზღვარგარეთ იმყოფებით ან ფიზიკურ SIM-ბარათზე არ გაქვთ წვდომა. თუ eSIM გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ სატარიფო გეგმა Airalo-ს აპის მეშვეობით და გამოიყენოთ QR-კოდი, ჩამოტვირთოთ ხელით ან პირდაპირ დააყენოთ eSIM-თან თავსებად მოწყობილობაზე.

ყველაფერი მართლა ასე მარტივია! თუმცა, როდის იყო, რომ რამე ასეთი მარტივი ყოფილიყო, განსაკუთრებით, როცა საქმე საერთაშორისო მოგზაურობას ეხება?

გასაგებია. სულ რამდენიმე წელია, რაც eSIM-ის მხარდაჭერის მქონე სმარტფონები გამოვიდა. თუ გსურთ, შეიტყოთ, როგორ მუშაობს თქვენი საერთაშორისო eSIM, სწორ ადგილას მოხვდით. ამ სტატიაში დაწვრილებით განვიხილავთ ამ ფანტასტიკურ ახალ ტექნოლოგიას, რომ ნათელი მოვფინოთ მას.

რას წარმოადგენს საერთაშორისო მოგზაურობისთვის განკუთვნილი eSIM?

თუ საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის სატელეფონო მომსახურების ვარიანტებს არჩევთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ მათი რაოდენობა შეზღუდულია. ბევრ ოპერატორს წარმოუდგენლად ძვირი საერთაშორისო ტარიფები აქვს (ან უფასო საერთაშორისო ინტერნეტს გთავაზობენ გაყინული 2G-სიჩქარით). შეიძლება ფიქრობთ, რომ ამისთვის გვერდის ავლა უბრალოდ Wi-Fi წვდომის წერტილების გამოყენებით შეგიძლიათ, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ, მასაც თავისი რისკები ახლავს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ Wi-Fi ყველგან არაა ხელმისაწვდომი.

თუ შედარებით ახალ ტელეფონს ხმარობთ, უკეთესი ვარიანტი გაქვთ: eSIM.

eSIM, ანუ „აბონენტის იდენტიფიკაციის ჩაშენებული მოდული“ წარმოადგენს ჩიპს, რომელიც ჩაშენებულია ტელეფონის სქემაში. ის ანაცვლებს ტრადიციულ SIM-ბარათს და ტელეფონზე მონაცემთა გადაცემის სერვისის მოსაწოდებლად პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.

ვინაიდან eSIM-ები დაფუძნებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, შეგიძლიათ უფრო ხშირად და მარტივად შეცვალოთ ოპერატორები SIM-ბარათში ჩასმის ნაცვლად. ეწვიეთ eSIM-ების სატარიფო გეგმების სავაჭრო პლატფორმას, როგორიცაა, მაგალითად, Airalo და აირჩიეთ პაკეტი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს მოგზაურობის დროს მიუხედავად იმისა, რამდენად ხანგრძლივი ან მოკლეა ის.

eSIM განსაკუთრებით მოსახერხებელია საერთაშორისო მოგზაურობისთვის, რადგან SIM-ბარათის ამოღებას არ მოითხოვს. მოგზაურობის დროს თქვენი ძირითადი SIM-ბარათი გამოირთვება (თუ ორი SIM-ის რეჟიმში არ გამოიყენებთ). სახლში დაბრუნებისთანავე შეძლებთ ძირითადი SIM-ბარათით სარგებლობის გაგრძელებას. თქვენთვის მოვამზადეთ eSIM-თან თავსებადი სმარტფონებისა და სხვა მობილური მოწყობილობების სია.

 

როგორ მუშაობს საერთაშორისო eSIM?

eSIM მოსახერხებელი გადაწყვეტაა საერთაშორისო მობილური ინტერნეტის მისაღებად. შეგიძლიათ, დაივიწყოთ ზოგი ოპერატორის მიერ დაწესებული ზედმეტი გადასახადები და ასევე, სიძნელეები, რომლებიც დანიშნულების ადგილზე ფიზიკური SIM-ბარათის შეძენის პროცესს ახლავს თან. არაა საჭირო ახალი ფიზიკური SIM-ბარათის შეძენა და ძველის ადგილზე ჩასმა. ამის ნაცვლად შეგიძლიათ, სატარიფო გეგმა იყიდოთ ისეთი აპის მეშვეობით, როგორიცაა Airalo. ყიდვის შემდეგ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი უნდა შეასრულოთ თქვენს ტელეფონზე სატარიფო გეგმის გასააქტიურებლად.

eSIM უკავშირდება ადგილობრივ ოპერატორებს და ანძებს, რომლებიც მომხმარებლებს eSIM-ის წინასწარი გადახდის სატარიფო გეგმებს სთავაზობს. პროვაიდერებს უკვე აქვთ ეს შემოთავაზებები. Airalo, უბრალოდ, ერთად უყრის მათ თავს, რომ თქვენთვის მოსახერხებელი იყოს არჩევა.

თქვენთვის eSIM იმავე როლს შეასრულებს, რასაც ადგილობრივი SIM-ბარათი. ამასთან ერთად, ძირითად ნომერს ჩვეულებრივ გამოიყენებთ (თუ ორი SIM-ის მოლოდინის რეჟიმს ჩართავთ. eSIM-თან თავსებადი მოწყობილობების უმეტესობას ეს ფუნქცია აქვს). თუ თქვენს ტელეფონს ორი SIM-ის ტექნოლოგია არ აქვს, მის გამოყენებას მხოლოდ მონაცემთა გადაცემისთვის შეძლებთ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასა და დარეკვაში ისეთი სერვისების მეშვეობით, როგორიცაა WhatsApp ან Telegram.

რით არის საერთაშორისო eSIM ადგილობრივ SIM-ბარათზე უკეთესი?

ადგილობრივი SIM-ბარათები მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია საზღვარგარეთ ყოფნისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არ არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მოგზაურებს აინტერესებთ. 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მომხმარებლების 60 პროცენტი eSIM-ის სერვისს აირჩევდა ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

საერთაშორისო eSIM-ს რამდენიმე გამორჩეული უპირატესობა აქვს ადგილობრივ SIM-ბარათთან შედარებით. ესენია:

  • რეგიონებისთვის და არა კონკრეტული ქვეყნებისთვის განკუთვნილი სატარიფო გეგმები: თუ საზღვარგარეთ რამდენიმე ადგილის მონახულებას გეგმავთ, ახალი SIM-ბარათის შეძენა მოგიწევთ ყოველთვის, როცა ახალ ქვეყანას ეწვევით. ამის საპირისპიროდ, რეგიონული eSIM-ის სატარიფო გეგმა საშუალებას გაძლევთ, სერვისით მთელი მოგზაურობის განმავლობაში ისარგებლოთ.
  • მკაფიოდ ჩამოყალიბებული სატარიფო გეგმები ადგილობრივ ფასად: Airalo-ს მსგავს eSIM-ების სავაჭრო პლატფორმებზე ზუსტადაა მითითებული, რას იძენთ და რამდენი ღირს. ეს ყოველთვის ასე არ არის პირადად გასაუბრებისას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტორიზებულ დილერთან მიხვალთ აეროპორტში.
  • სატარიფო გეგმების წინასწარ შეძენის შესაძლებლობა: თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ არაა საჭირო, რომ პირდაპირ მობილურ კავშირზე იფიქროთ და სტრესში ჩავარდეთ. შეგიძლიათ, eSIM-ის სატარიფო პაკეტი გაიაქტიუროთ ტელეფონზე და ყველაფერი მზად იქნება.
  • eSIM-ის რამდენიმე სატარიფო გეგმა ერთ ტელეფონზე: მოწყობილობების უმეტესობა ერთ მოწყობილობაზე eSIM-ის რამდენიმე სატარიფო გეგმის ქონის საშუალებას გაძლევთ. ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე რამდენიმე ფიზიკური SIM-ბარათის კონტროლი.
  • მოქნილი სატარიფო გეგმები დღეების, კვირების ან თვეების მიხედვით, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე: წინასწარი გადახდის ბევრი SIM-ბარათი მთელი თვის მომსახურების საფასურის გადახდას ითხოვს. თუმცა, ზედმეტის გადახდა მოგიწევთ, თუ სერვისი მხოლოდ რამდენიმე დღით ან კვირით გჭირდებათ. ამის საპირისპიროდ, eSIM-ის სატარიფო გეგმები მოქნილია და შეგიძლიათ, ზუსტად იმდენი მონაცემები შეიძინოთ სასურველი ხანგრძლივობით, რამდენიც გჭირდებათ.

დარჩით კავშირზე მოგზაურობისას საერთაშორისო eSIM-ის მეშვეობით

ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს საერთაშორისო eSIM და კიდევ ერთი ხელსაწყო გექნებათ შემდეგი მოგზაურობისას. eSIM ნიშნავს თავისუფალ წვდომას მობილურ ინტერნეტზე, თავის ტკივილის, კავშირის ხარვეზებისა და მაღალი გადასახადების გარეშე. კავშირი არასდროს ყოფილა ასე უპრობლემო, Airalo-ს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 200-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონი.

მომდევნო დიდ მოგზაურობას გეგმავთ? გადახედეთ Airalo-ს მაღაზიას აქ, რომ ნახოთ, რა შესაძლებლობები გაქვთ.


მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და 3 $ Airmoney გამოიმუშაოთ.