პრეს-რელიზი: Airalo-მ შეაგროვა 60 მლნ $ B სერიის დაფინანსებაში

Airalo cofounders

დელავერი, აშშ – Airalo-მ, eSIM-ის მოწინავე პლატფორმამ, რომელმაც რევოლუცია მოახდინა გლობალურ კავშირში, დღეს გამოაცხადა, რომ წარმატებით შეასრულა თავისი B სერიის დაფინანსების რაუნდი, რომელშიც შთამბეჭდავი 60 მლნ $-ის შეგროვდა. გლობალური ტექნოლოგიური ჯგუფის, e&-ის, საინვესტიციო საშუალების, e& capital-ის ხელმძღვანელობით, ეს Airalo-ს საერთო დაფინანსებას 67,3 მლნ $-მდე ზრდის. იმ ინვესტორების პრესტიჟულ ჯგუფში, რომლებმაც, ასევე, მიიღეს მონაწილეობა, წარმოდგენილი იყო Antler Elevate, Liberty Global, Orange, T.Capital, Rakuten Capital, Singtel Innov8, Telefónica Ventures, Sequoia Capital India და SEA's (ახლა ცნობილია, როგორც Peak XV Partners) Surge, KPN Ventures და I2BF Global Ventures. ინვესტორების ეს მრავალფეროვანი კონსორციუმი მთელ მსოფლიოში მოგზაურებისთვის გლობალური კავშირის შესაძლებლობისა და ხელმისაწვდომობის კუთხით Airalo-ს ტრანსფორმაციული წვლილის აღიარების გამომხატველია.

კაპიტალის ეს მნიშვნელოვანი შემოდინება დააჩქარებს Airalo-ს განვითარების გეგმებს, მათ შორის, გააფართოებს ენთუზიაზმით აღსავსე მილიონობით მომხმარებლისგან შემდგარ გაერთიანებას, ახალ დონეზე აიყვანს მის გლობალურ გუნდს და წარმოგიდგენთ Airalo Partners-ს — კავშირის ინოვაციურ გადაწყვეტას, რომელიც მორგებულია ბიზნესებსა და ორგანიზაციებზე მსოფლიო მასშტაბით. უახლესი ტექნოლოგიისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გაერთიანების მეშვეობით Airalo განაგრძობს მოგზაურების მხარდაჭერას მობილურ ქსელებზე შეუფერხებელი წვდომით, რაც მოგზაურობებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად აქცევს.

კომპანიის თანადამფუძნებლებმა, აბრაამ ბურაკმა და ბაჰადირ ოზდემირმა მადლიერება გამოხატეს კომპანიის მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ განაგრძობენ ინვესტორების მზარდი ქსელის მხარდაჭერას: წლების განმავლობაში Airalo-მ სირთულეები გადაუჭრა და გამოცდილება გაუუმჯობესა მილიონობით მოგზაურს, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომ და ფართო კავშირს სთავაზობდა მთელ მსოფლიოში. ინვესტორების ეს ახალი კონსორციუმი დამატებით საშუალებას მოგვცემს, რომ განვაგრძოთ მსოფლიო მასშტაბით მყისიერი კავშირის უზრუნველყოფა“.

2019 წელს დაარსების დღიდან Airalo ერთგულად ემსახურება გლობალური კავშირის დემოკრატიზების მისიას იმისთვის, რომ ასეთი კავშირი მოგზაურებისთვის გახდეს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში. Airalo-ს პლატფორმა, რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი eSIM პლატფორმა, მომხმარებლებს აძლევს მარტივ წვდომას eSIM (ციფრული SIM) პაკეტებზე, რაც მათ ეხმარება, შეუფერხებლად დაუკავშირდნენ მობილურ ქსელებს მსოფლიოს ასობით მიმართულებით.

Airalo-ს უნიკალური სერვისები მოიცავს 200-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონს, რითაც მან მოიპოვა მილიონობით მომხმარებლის ნდობა მთელ მსოფლიოში. კომპანიაში დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის შედეგად ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი და ნიჭიერი გუნდი, რომელიც 44 ქვეყნიდან და ექვსი კონტინენტიდან 250-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. ეს გულმოდგინე გუნდი მოიცავს გლობალურ პარტნიორულ ჯგუფს, რომელიც აყალიბებს ძლიერ თანამშრომლობას კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში. გლობალური მიმზიდველობის დასტურად, Airalo-ს ვებსაიტი და აპი ხელმისაწვდომია 22 ენაზე, უახლოეს მომავალში კი, გაფართოების გეგმის მიხედვით, მას 53 ენის მხარდაჭერა ექნება. Airalo-ს აპი ამჟამად გამოირჩევა თავისი შესანიშნავი შეფასებით: მას აქვს 4.7 ვარსკვლავი App Store-ში და 4.6 — Google Play Store-ში. სამოგზაურო აპებს შორის ის პირველ ადგილზეა რამდენიმე ქვეყნის მობილური აპების მაღაზიებში, რაც დამატებით ადასტურებს მომხმარებლების კმაყოფილებას.

დაფინანსების წარმატებული რაუნდის ფონზე e& capital ენთუზიაზმით უყურებს Airalo-სთან თანამშრომლობას. „მოხარული ვართ, რომ ვუძღვებით B სერიის დაფინანსების რაუნდს Airalo-სთვის, კომპანიისთვის, რომელმაც დიდ შედეგებს მიაღწია ბოლო 18 თვეში, როდესაც ორიენტირებული იყო განსაკუთრებული სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფაზე. გვჯერა, რომ Airalo-ს შეუძლია მეტი მომხმარებლის შემოკრება, თავისი მრავალფეროვანი გუნდის გაძლიერება და იმ უახლესი პროდუქტის შეთავაზება, რომელსაც ჰქვია Airalo Partners — კავშირის ნოვატორული გადაწყვეტა საერთაშორისო ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ Airalo-ს აქვს პოტენციალი, გახდეს აუცილებელი ატრიბუტი მოგზაურობისას და სიხარულით დავუჭერთ მხარს მის წინსვლას, გახდეს შეუცვლელი საშუალება მსოფლიო მასშტაბით მყისიერი კავშირისთვის“, — აღნიშნა e&capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კუშალ შაჰმა.

განვითარების მნიშვნელოვანი ტრაექტორიისა და მოგზაურობის გარდაქმნის ურყევი სურვილის შედეგად, Airalo ჩამოყალიბდა, როგორც ნოვატორი და მოგზაურობის განუყრელი ატრიბუტი. ახალი კაპიტალის შემოდინებისა და სტრატეგიული პარტნიორობების დახმარებით Airalo მზად არის, დააჩქაროს საკუთარი გაფართოება და უზრუნველყოს შეუფერხებელი კავშირი მოგზაურთათვის მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

მედიის შეკითხვებთან დაკავშირებით მოგვმართეთ აქ: [email protected]

Airalo-ს შესახებ

Airalo, რომელიც 2019 წელს დააარსეს ბაჰადირ ოზდემირმა და აბრაამ ბურაკმა, მსოფლიოში პირველი და უდიდესი eSIM პლატფორმაა. პლატფორმა გთავაზობთ eSIM პაკეტებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს დანიშნულების ადგილზე მყისიერად დაუკავშირდნენ მობილურ ქსელებს. მილიონობით მომხმარებლითა და 44 ქვეყანაში მომუშავე გლობალური ჯგუფით Airalo ახდენს რევოლუციას გლობალურ კავშირში და აძლიერებს მოგზაურებს მთელ მსოფლიოში. 

Airalo-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით აქ: www.airalo.com.

e& capital-ის შესახებ

e& capital არის e&-ის საინვესტიციო საშუალება — ის აფინანსებს იდეებსა და ადამიანებს, რომლებიც შექმნიან უკეთეს და ნათელ ციფრულ მომავალს. ის მხარს უჭერს ნოვატორულ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, ეხმარება მათ ზრდაში და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვან განვითარებას, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის.

e& capital ინვესტიციას დებს სტარტაპებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლიან არსებულ მდგომარეობას, რადგან სჯერათ უკეთესის. ის თანამშრომლობს გაბედულ მეწარმეებთან, რომ მათი იდეები მომავლის წამყვან ბიზნესებად გადააქციოს. 

e& capital-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით აქ: https://eand.com/en/capital.jsp


მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და 3 $ Airmoney გამოიმუშაოთ.