მონაცემთა გამოყენება სრულად არის დამოკიდებული თქვენი მოწყობილობის პარამეტრებსა და მოხმარების ჩვევებზე.
თუ შენიშნავთ, რომ eSIM-ის მონაცემები ძალიან სწრაფად იხარჯება, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ მოწყობილობის მონაცემთა გამოყენების ოპტიმიზაციაში.
მონაცემთა გამოყენების შემოწმების ინსტრუქცია
შეგიძლიათ, შეამოწმოთ, რომელი აპები იყენებს ყველაზე მეტ მონაცემს თქვენს მოწყობილობაში — შემოწმება, როგორც წესი, შეგიძლიათ მოწყობილობის პარამეტრებიდან.
როგორ შევამოწმო და შევზღუდო მონაცემთა გამოყენება iOS მოწყობილობებზე
თქვენ შეგიძლიათ მონაცემთა გამოყენების შემოწმება iOS მოწყობილობებზე — ასევე, შეგიძლიათ, გამორთოთ მონაცემთა გამოყენება კონკრეტული აპებისთვის პარამეტრებიდან.
- გახსენით პარამეტრები > ფიჭური.
- გადადით სექციაზე წარწერით „ფიჭური მონაცემები…“ თქვენი აქტიური eSIM-ისთვის.
- შეამოწმეთ, რომელი აპები იყენებს ბევრ მონაცემს.
- საჭიროებისამებრ, გამორთეთ მონაცემები აპებისთვის.
მონაცემთა გამოყენების შემოწმების წესი Samsung-ის მოწყობილობებზე
Samsung-ის მოწყობილობებზე მონაცემთა გამოყენების შემოწმება პარამეტრებიდან შეგიძლიათ.
- გახსენით პარამეტრები > კავშირები > მონაცემთა გამოყენება.
- გადადით თქვენს აქტიურ eSIM-ზე და შეხებით აირჩიეთ მობილური მონაცემების გამოყენება
მონაცემთა გამოყენების შემოწმების წესი Android მოწყობილობებზე
Android მოწყობილობებზე მონაცემთა გამოყენების შემოწმება პარამეტრებიდან შეგიძლიათ.
- გახსენით პარამეტრები და შეხებით აირჩიეთ ქსელი და ინტერნეტი.
- შეხებით აირჩიეთ SIM-ები და აირჩიეთ თქვენი აქტიური eSIM.
- გადადით ქვემოთ, სანამ არ გამოჩნდება აპების მიერ მონაცემთა გამოყენება, და შეეხეთ მას.
ნაბიჯები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს თქვენი მოწყობილობის მოდელის მიხედვით.
მონაცემთა გამოყენების შემცირების ხერხები
შემდეგი მეთოდები დაგეხმარებათ, დაზოგოთ მონაცემები და მეტი ხნით გამოიყენოთ თქვენი eSIM.
- გამორთეთ მონაცემები, როდესაც მოწყობილობას არ იყენებთ. ჩართეთ ფიჭური მონაცემები მხოლოდ მაშინ, როდესაც ინტერნეტში ყოფნა გჭირდებათ. სხვა დროს მისი გამორთვა თავიდან აგაცილებთ მონაცემების არასაჭირო გამოყენებას ფონურ რეჟიმში.
- მოერიდეთ უსადენო კავშირის ზონის გააქტიურებას. უსადენო კავშირის ზონის საშუალებით მონაცემთა გაზიარება მობილური მონაცემების გეგმის გახარჯვას იწვევს. თუ კავშირი გააზიარეთ, ეს შეიძლება მონაცემთა მაღალი მოხმარების მიზეზი გამხდარიყო.
- შეზღუდეთ აქტივობები, რომლებიც ბევრ მონაცემს მოიხმარს. ვიდეოების სტრიმინგი, პრეზენტაციების გადაცემა ან დოკუმენტების ბეჭდვა მობილური მონაცემების გამოყენებით სწრაფად დაცლის თქვენს გეგმას. ამ აქტივობებისთვის ყოველთვის უმჯობესია Wi-Fi ქსელების გამოყენება ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ ბრაუზერი მონაცემთა შეკუმშვის ფუნქციით. ისეთ ბრაუზერებს, როგორიცაა Google Chrome და Opera Mini, შეუძლია კონტენტის შეკუმშვა, სანამ ის ტელეფონში გაიგზავნება, რის შედეგადაც ეს ბრაუზერები მონაცემთა მოხმარებას, შესაბამისად, მაქსიმუმ 50%-ითა და 90%-ით ამცირებს.
- ჩამოტვირთეთ კონტენტი ინტერნეტის გარეშე გამოსაყენებლად. ისეთი აპების შემთხვევაში, როგორიცაა Google Maps, Netflix ან YouTube, გამოიყენეთ რუკების, ფილმებისა თუ მუსიკის ჩამოტვირთვის ვარიანტი Wi-Fi ქსელის გამოყენების დროს. ამგვარად მათზე წვდომა ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც შეგეძლებათ მობილური მონაცემების გამოყენების გარეშე.
- გამორთეთ ანგარიშის სინქრონიზაცია. ანგარიშის ავტომატურმა სინქრონიზაციამ ისეთი აპებისთვის, როგორიცაა Google ან Facebook, შეიძლება საჭიროების გარეშე მოიხმაროს მონაცემები. გამორთეთ ეს ფუნქცია იმ აპებისთვის, რომელთა მუდმივი სინქრონიზაცია არ გჭირდებათ.
როგორ შევამციროთ მონაცემთა გამოყენება iOS მოწყობილობებზე
- გამორთეთ Wi-Fi Assist. ეს ფუნქცია ავტომატურად გადაირთვება ფიჭურ მონაცემებზე, როდესაც Wi-Fi კავშირი სუსტია. მართალია, მოსახერხებელია, თუმცა შეიძლება მონაცემები მოულოდნელად გაიხარჯოს. მის გამოსართავად:
- გახსენით პარამეტრები > ფიჭური (ან მობილური მონაცემები).
- გადადით ქვემოთ და გამორთეთ Wi-Fi Assist.
- გამორთეთ აპების ავტომატური განახლებები. აპებისა და სისტემის განახლებებმა შეიძლება დიდი რაოდენობით მონაცემები მოიხმაროს. დააკონფიგურირეთ თქვენი მოწყობილობა ისე, რომ განახლებები ჩამოიტვირთოს მხოლოდ Wi-Fi-ს საშუალებით.
- გახსენით პარამეტრები > აპები > App Store და გამორთეთ ფიჭური მონაცემების ვარიანტი ავტომატური ჩამოტვირთვებისთვის.
- დააკორექტირეთ iCloud Drive-ის პარამეტრები. თუ თქვენი iCloud Drive დაყენებულია მობილური მონაცემების გამოყენებაზე, მან შეიძლება დიდი რაოდენობით მონაცემები მოიხმაროს ფაილების სინქრონიზაციისთვის. ამის გამოსართავად:
- გახსენით პარამეტრები > ფიჭური (ან მობილური მონაცემები).
- გადადით ქვემოთ და გამორთეთ iCloud Drive-ის ვარიანტი.
- გამორთეთ მობილური მონაცემები ფოტოების სინქრონიზაციის აპებისთვის. ისეთმა აპებმა, როგორიცაა iCloud Photos ან Google Photos, შეიძლება ავტომატურად დაასინქრონოს თქვენი ფოტოები და ვიდეოები, რაც ბევრ მონაცემს მოიხმარს. ამ აპებისთის მონაცემთა გამოყენების გამოსართავად:
- გახსენით პარამეტრები > აპები.
- შეეხეთ სასურველი აპის ხატულას (მაგ., iCloud ან Photos).
- გამორთეთ მობილური მონაცემების ვარიანტი შესაბამისი აპისთვის.
როგორ შევამციროთ მონაცემთა გამოყენება Android მოწყობილობებზე
- გამორთეთ მონაცემთა ფონურ რეჟიმში გამოყენება. ბევრი აპი აგრძელებს მონაცემთა გამოყენებას ფონურ რეჟიმში, რომ გამოგიგზავნოთ შეტყობინებები, მიიღოს განახლებები ან დაასინქრონოს ინფორმაცია. ამის გამორთვით ბევრი მონაცემის დაზოგვა შეგიძლიათ.
- გამორთეთ აპების ავტომატური განახლებები. როგორც iOS-ის შემთხვევაში, აპების ავტომატური განახლებები მობილური მონაცემების გამოყენებით ბევრს მოიხმარს.
- გახსენით Google Play Store.
- გადადით შემდეგ მენიუში: პარამეტრები > ქსელის უპირატესი პარამეტრები > აპების ავტომატური განახლება.
- აირჩიეთ მხოლოდ Wi-Fi-ს გამოყენებით.
- დააყენეთ მონაცემების გამოყენების ლიმიტი. Android საშუალებას გაძლევთ, დააყენოთ მონაცემთა ლიმიტი. როდესაც გამოყენება ამ ლიმიტს მიაღწევს, მობილური მონაცემები ავტომატურად გამოირთვება, რაც თავიდან აგაცილებთ დამატებით ხარჯებს.
- მენიუში „პარამეტრები > მონაცემთა გამოყენება“, შეგიძლიათ, დააკონფიგურიროთ მონაცემთა გამოყენებასთან დაკავშირებული გაფრთხილება და მონაცემთა ლიმიტი.
იმედი გვაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ მონაცემთა გამოყენების უკეთ მართვაში. თუ დამატებითი დახმარება გჭირდებათ, მხარდაჭერის ჩვენი გუნდი მზადაა დასახმარებლად. ჩვენ ხელმისაწვდომი ვართ სადღეღამისო რეჟიმში და სიამოვნებით დაგეხმარებით.

