Airalo

ამისამართებს Airalo-ს მთავარ გვერდზე.

მსგავსი სტატიების დათვალიერება

როგორ დავაინსტალიროთ Airalo eSIM პირდაპირ ჩემს iOS მოწყობილობაზე?

დაინსტალირებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენი მოწყობილობა:

როგორ მოვემზადოთ eSIM-ის დაინსტალირებამდე?

  1. შედით Airalo-ს ანგარიშში
  2. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები
  3. აირჩიეთ eSIM, რომლის დაყენებაც გსურთ
  4. აირჩიეთ ინსტალაცია ან გაზიარება
  5. აირჩიეთ ინსტალაციის დაწყება

ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ დეტალების ნახვარომ თქვენს eSIM-ს ჰქონდეს წვდომა ინსტალაციის ინსტრუქციებზე.

რატომ ვერ ვპოულობ დაინსტალირების ინსტრუქციებს ჩემი eSIM-ის დაინსტალირების შემდეგ?

როდესაც Airalo ამოიცნობს, რომ eSIM დაინსტალირდა, eSIM-ზე დამატებული ინსტრუქციები შესაძლოა, აღარ იყოს ხილვადი აპში — სანაცვლოდ დაინახავთ სექციას „როგორ დავუკავშირდე,“ ასე შეგიძლიათ ქსელთან დაკავშირება და eSIM-ის გამოყენება.

თუ რაიმე მიზეზით ინსტალაციის ინსტრუქციის გაცნობა გჭირდებათ, შეგიძლიათ, გაეცნოთ ინსტალაციის ინსტრუქციის PDF ფაილს, რომელიც თან ერთვის თქვენი შეკვეთის დამადასტურებელ ან eSIM-ის გამოგზავნის შემატყობინებელ ელწერილს.

როგორ დააინსტალიროთ eSIM პირდაპირ iOS-ზე

  1. აირჩიეთ ინსატალაციის დაწყება > გაგრძელება აქტივაციის დაწყებამდე— დაუშვით წვდომა eSIM-ის აქტივაციაზე, თუ მოითხოვება.
  2. დაიცადეთ, სანამ eSIM გააქტიურდება (არ შეწყვიტოთ პროცესი — ამას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს).
  3. აირჩიეთ მზადაა, როდესაც მიიღებთ მითითებას — შემდეგ დააყენებთ eSIM-ს.

*თუ თქვენი eSIM მონაცემების გარდა ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებსაც უჭერს მხარს, შეგიძლიათ, ის ზარებისა და SMS-ებისთვის აირჩიოთ.

ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ თქვენ დაინახავთ დასტურს, რომ eSIM წარმატებით დაინსტალირდა.

ქსელთან დაკავშირების წესი

  1. გადადით მენიუში: პარამეტრები > მობილური ქსელი და აირჩიეთ თქვენი ახალი eSIM.
  2. გააქტიურეთ „ამ ხაზის ჩართვა“.
  3. გადადით მენიუში: პარამეტრები > მობილური > მობილური ინტერნეტი და აირჩიეთ თქვენი ახალი eSIM-ი, თუ ის უკვე არჩეული არ არის.
  4. გამორთეთ „ფიჭური მონაცემების გადართვის ნებართვა“.
  5. გადადით პარამეტრებში > ფიჭური > ტელეფონები ნაგულისხმევი ხმოვანი ხაზი<0> და აირჩიეთ თქვენი ახალი eSIM ზარებისა და SMS-ებისთვის (თუ თქვენი პაკეტი მოიცავს ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს).
  6. გადადით მენიუში: პარამეტრები > მობილური ქსელი და აირჩიეთ თქვენი ახალი eSIM.
  7. აირჩიეთ „ქსელის არჩევა“ და გამორთეთ „ავტომატური“.
  8. აირჩიეთ eSIM-ის ქსელი (იხილეთ „ქსელი“) — მის გამოჩენას შეიძლება მცირე დრო დასჭირდეს.
  9. გადადით მენიუში: პარამეტრები > მობილური ქსელი > და აირჩიეთ თქვენი ახალი eSIM-ი.
  10. აირჩიეთ ფიჭური მონაცემების ქსელი და APN-ის ყველა ველში შეიყვანეთ APN ახალი eSIM-ისთვის (თუ მოითხოვება). 
  11. ჩართეთ მონაცემთა როუმინგი თქვენი ახალი eSIM-ისთვის (საჭიროების შემთხვევაში).
  12. ჩართეთ და გამორთეთ თვითმფრინავის რეჟიმი.

თუ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.

სხვა მეთოდს ამჯობინებთ?

როგორ დავაინსტალიროთ Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე QR-კოდის მეშვეობით

როგორ დავაინსტალიროთ Airalo eSIM iOS მოწყობილობაზე ხელით

ქვედა კოლონტიტული