დაინსტალირებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენი მოწყობილობა:
- მხარს უჭერს eSIM-ებს (გაეცანით რომელი მოწყობილობები უჭერს მხარს eSIM-ს? ან როგორ შევამოწმო უჭერს თუ არა მხარს ჩემი iOS მოწყობილობა eSIM-ს?)
- არის განბლოკილი ოპერატორის მქონე
- სარგებლობს სტაბილური ინტერნეტკავშირით (სასურველია Wi-Fi)
სად შემიძლია ვნახო eSIM-ის ინსტალაციის ინსტრუქცია Airalo-ს აპში?
eSIM-ის დაინსტალირების ყველა ინსტრუქციის სანახავად უნდა გააკეთოთ შემდეგი.
- გახსენით Airalo-ს აპი.
- გადადით აქ: ჩემი eSIM-ები და აირჩიეთ თქვენი eSIM.
- გადადით სექციაზე „მზად ხართ eSIM-ის გამოსაყენებლად?“
- აირჩიეთ ინსტალაცია ან გაზიარება.
QR-კოდის გამოსაყენებლად აირჩიეთ სხვა ვარიანტების ნახვა და დაასკანირეთ QR-კოდი სხვა მოწყობილობიდან. შეგიძლიათ QR-კოდის გაზიარებაც.
რატომ ვერ ვპოულობ დაინსტალირების ინსტრუქციებს ჩემი eSIM-ის დაინსტალირების შემდეგ?
როდესაც Airalo ამოიცნობს, რომ eSIM დაინსტალირდა, eSIM-ზე დამატებული ინსტრუქციები შესაძლოა, აღარ იყოს ხილვადი აპში — სანაცვლოდ დაინახავთ სექციას „როგორ დავუკავშირდე,“ ასე შეგიძლიათ ქსელთან დაკავშირება და eSIM-ის გამოყენება.
თუ რაიმე მიზეზით ინსტალაციის ინსტრუქციის გაცნობა გჭირდებათ, შეგიძლიათ, გაეცნოთ ინსტალაციის ინსტრუქციის PDF ფაილს, რომელიც თან ერთვის თქვენი შეკვეთის დამადასტურებელ ან eSIM-ის გამოგზავნის შემატყობინებელ ელწერილს.
eSIM-ის QR-კოდის გამოყენებით ინსტალაციის ინსტრუქცია
- გახსენით პარამეტრები თქვენს მოწყობილობაზე
- შეხებით აირჩიეთ ფიჭური ან (მობილური მონაცემები)
- შეხებით აირჩიეთ eSIM-ის დამატება (ან ფიჭური/მობილური მონაცემების დამატება)
- შეხებით აირჩიეთ QR-კოდის გამოყენება
- დაასკანირეთ ან შეხებით აირჩიეთ შენახული QR-კოდი თქვენი ფოტოებიდან
- ორჯერ შეხებით აირჩიეთ გაგრძელება
- მოიაცდეთ რამდენიმე წუთით eSIM-ის გააქტიურებამდე, შემდეგ კი შეხებით აირჩიეთ მზადაა
- აირჩიეთ წარწერა თქვენი eSIM-ისთვის (მაგ., „Airalo“)
- ნაგულისხმევი ნომრის გვერდზე:
- აირჩიეთ ძირითადი ნომერი ზარებისა და SMS-ებისთვის
- აირჩიეთ თქვენი ძირითადი ნომერი iMessage-ისა და FaceTime-სთვის
- აირჩიეთ თქვენი Airalo eSIM ფიჭური/მობილური მონაცემებისთვის
- ფიჭური მონაცემების გადართვის ნებართვა უნდა იყოს გამორთული
*თუ თქვენი eSIM მონაცემების გარდა ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებსაც უჭერს მხარს, შეგიძლიათ, ის ზარებისა და SMS-ებისთვის აირჩიოთ.
როგორ დაუკავშირდეთ მობილურ მონაცემებს
- გახსენით პარამეტრები > ფიჭური (ან პარამეტრები > მობილური მონაცემები)
- შეხებით აირჩიეთ eSIM-ის სატარიფო გეგმა
- ჩართეთ გადამრთველი ამ ნომრის ჩართვა, თუ არ არის ჩართული
- ჩართეთ გადამრთველი მონაცემთა როუმინგი (საჭიროების შემთხვევაში — შეამოწმეთ eSIM-ის ინსტრუქცია Airalo-ს აპში)
- გადადით აქ: ფიჭური/მობილური მონაცემები და აირჩიეთ თქვენი Airalo eSIM მონაცემების ნომრად
- თქვენი eSIM ავტომატურად დაუკავშირდება მხარდაჭერილ მობილურ ქსელს
თუ დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.
სხვა მეთოდს ამჯობინებთ?

