ჩვენი სერვისების გამოყენების პირობები
„ჩვენი სერვისების გამოყენების წინამდებარე პირობები“ იმოქმედებს, თუ თქვენ ხართ ჩვენი სერვისების მომხმარებელი და უნდა წაიკითხოთ ჩვენს სხვა პირობებთან ერთად, რომლებიც თქვენზე ვრცელდება.
თქვენი მოწყობილობა. ჩვენს სერვისებზე წვდომისთვის, თქვენ უნდა გქონდეთ განბლოკილი, eSIM-თან თავსებადი მოწყობილობა, რომლის ერთადერთი პასუხისმგებელი მომხმარებელიც თქვენ უნდა იყოთ. ამასთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად გარკვეული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს დახმარების ცენტრში.
თქვენი Airalo-ს ანგარიში. თქვენი Airalo-ს ანგარიში პერსონალურია და არ შეიძლება მისი მინიჭება ან გადაცემა სხვა პირისთვის Airalo-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს, ჩვენი შეხედულებისამებრ. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც, მაგალითად, გვაქვს უსაფრთხოების პრობლემა ან თუ ვფიქრობთ, რომ თქვენ დაარღვიეთ ჩვენი პირობები. თუ ამას გავაკეთებთ, შეგატყობინებთ. თუ თქვენ დაარღვევთ ჩვენს პირობებში ან გამოიყენებთ ჩვენს სერვისებს მისაღები გამოყენების ჩვენი დებულების საწინააღმდეგოდ, არ გექნებათ თანხის დაბრუნების უფლება და ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი Airalo-ს ანგარიშის მოქმედება.
ფასები და გადახდები. ჩვენ, როგორც წესი, ვამუშავებთ გადახდებს აშშ დოლარში ($). ჩვენ შეიძლება მხარი დავუჭიროთ სხვა ვალუტებს, მაგრამ ამას ვაკეთებთ ჩვენი შეხედულებისამებრ. ჩვენი სერვისების ფასები არ მოიცავს გადასახადებს ან ნებისმიერ მოქმედ დამატებით მოსაკრებელს, რომელიც შეიძლება დაემატოს თქვენი ბილინგის მისამართის მიხედვით, როდესაც თქვენ ახორციელებთ გადახდას.
თანხის დაბრუნება. დამატებითი დეტალები იმ გარემოებების შესახებ, რომლებშიც გაქვთ თანხის დაბრუნების უფლება, შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენს დახმარების ცენტრში.
შეწყვეტა და შეჩერება. ჩვენ ვირჩევთ საუკეთესო და ყველაზე სანდო სერვისის პროვაიდერებს, რათა თქვენ გქონდეთ მაქსიმალურად საიმედო გამოცდილება. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ შეიძლება დაგვჭირდეს სერვისის პროვაიდერთან თანამშრომლობის შეწყვეტა, თუ ის არ აკმაყოფილებს ჩვენ მიერ მოსალოდნელ სტანდარტებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენ მიერ შეძენილი სერვისების შეწყვეტა ან შეჩერება. ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სექციას „თანხის დაბრუნება“ ჩვენს დახმარების ცენტრში.
……………………………………………………………………………………
მისაღები გამოყენების დებულება
ჩვენს პლატფორმაზე ან სერვისებზე წვდომისას უნდა დაიცვათ შემდეგი:
- თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 13 წლის;
- არ უნდა გადაყიდოთ, გადასცეთ, დააკოპიროთ, გაავრცელოთ ან გაუზიაროთ სერვისები მესამე მხარეებს;
- არ უნდა განასახიეროთ სხვა პირი, დამალოთ ან შეეცადოთ, დამალოთ თქვენი ვინაობა, ან სხვაგვარად არასწორად წარმოაჩინოთ თქვენი კავშირი პირთან ან ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ სცადოთ წვდომა არაავტორიზებულ ანგარიშებზე, ან ნებისმიერი სხვა მიზნით;
- თქვენ არ უნდა ჩაიდინოთ თაღლითობა ან განახორციელოთ ნებისმიერი სხვა უკანონო ან კრიმინალური მოქმედება, ან დაარღვიოთ ნებისმიერი მოქმედი კანონი;
- თქვენ არ უნდა იმოქმედოთ ისე, რომ ზიანი მიაყენოთ Airalo-ს მიერ გამოყენებული საბაზისო ქსელების მუშაობას და/ან წარმადობას;
- თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმა ან სერვისები ისე, რომ ზიანი მიაყენოთ მათ წარმადობას, უსაფრთხოებას ან ფუნქციურობას, ან ხელი შეუშალოთ სხვა ადამიანების მიერ გამოყენებას;
- არ უნდა შეაწუხოთ, შეურაცხყოთ, ზიანი მიაყენოთ, დაამციროთ, ცილი დასწამოთ, უთვალთვალოთ, დაემუქროთ, დააშინოთ ან სხვაგვარად დაარღვიოთ ნებისმიერი სხვა პირის, მათ შორის, Airalo-ს თანამშრომლების კანონიერი უფლებები;
- თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმა ან სერვისები ისე, რომ ზიანი მიაყენოთ რეპუტაციას, ან რაიმე კომერციული სერვისის გასაწევად;
- თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმა ან სერვისები ნებისმიერი იმ სერვისის ან ფუნქციონალის შემუშავების ან უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც კონკურენციას უწევს Airalo-ს;
- თქვენ არ უნდა განახორციელოთ არანაირად (მათ შორის, ხელშეწყობით, დაშვებით ან ავტორიზაციით) ჩვენი ვებსაიტის ტექსტის მოპოვება, მონაცემების მოპოვება ან ვებ-სკრეიპინგი ნებისმიერი მიზნით ჩვენი პირდაპირი ნებართვის გარეშე. ეს მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების ან მოდელების ტრენინგსა და განვითარებას.
- არ უნდა ატვირთოთ ან გადასცეთ ვირუსები ან ნებისმიერი სხვა ტიპის საზიანო კოდი;
- არ უნდა სცადოთ ნებისმიერი იმ პროგრამული უზრუნველყოფის ან ალგორითმის გაშიფვრა, დეკომპილაცია, დისასემბლირება ან რევერსული ინჟინერია, რომელიც გამოიყენება სერვისების უზრუნველსაყოფად;
- თქვენ არ უნდა გამოიყენოთ რომელიმე ავტომატიზებული სისტემა, მათ შორის, შეუზღუდავად „რობოტები“, „სპაიდერები“ ან „ოფლაინ მკითხველები“ სერვისებზე წვდომისთვის;
- თქვენ არ უნდა გადასცეთ სპამი ან არასასურველი ელწერილები, გააგზავნოთ დიდი მოცულობის შეტყობინებები ან მსგავსი კონტენტი, ან გაასაჯაროოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია ჩვენი სერვისების საშუალებით; და
- თქვენ არ უნდა სცადოთ ფიშინგი, სპაიდერინგი, კროლინგი ან სკრეიპინგი ჩვენი სერვისების გამოყენებით; და
პაროლი და ავტორიზაციის მონაცემები. თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარი პაროლისა და ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხოებაზე. თუ გაქვთ საფუძველი, იფიქროთ, რომ თქვენი პაროლი და ავტორიზაციის მონაცემები აღარ არის უსაფრთხო, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ პაროლი და შეგვატყობინოთ პრობლემის შესახებ მისამართზე [email protected].
რაიმე გაეჭვებთ? თუ ზუსტად არ იცით, შეესაბამება თუ არა პლატფორმის ან სერვისების კონკრეტული გამოყენება მისაღები გამოყენების წინამდებარე დებულებას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. თუმცა, თქვენ რჩებით ერთპიროვნულად პასუხისმგებელი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედი ადგილობრივი კანონის დაცვაზე.
………………………………….
თანხის დაბრუნების დებულება
გამოყენებადობა. Airalo-სგან თანხის დაბრუნება ხელმისაწვდომია თქვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერვისები პირდაპირ Airalo-სგან გაქვთ შეძენილი. თუ სერვისები მესამე მხარისგან გაქვთ შეძენილი, ნებისმიერი თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაუკავშირდეთ ამ მესამე მხარეს.
გაუქმების კანონიერი უფლება. თუ სერვისებს ყიდულობთ როგორც მომხმარებელი, თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, ცალმხრივად გააუქმოთ თქვენი შენაძენი 14 დღის განმავლობაში. შენაძენის გაუქმების ეს უფლება იწურება შეძენიდან 14 დღის შემდეგ, ან იმ თარიღში, როდესაც eSIM გააქტიურდება, იმის მიხედვით, თუ რომელი დადგება ადრე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი გაუქმების უფლება იმ eSIM-ისთვის, რომლის გამოყენებაც უკვე დაიწყეთ.
ჩანაცვლება და თანხის დაბრუნება. თუ თქვენ გაააქტიურეთ სერვისები, მაგრამ ვერ იყენებთ მათ Airalo-ს მხრიდან შეცდომის ან გამოტოვების გამო, ან იმის გამო, რომ Airalo-მ გადაწყვიტა სერვისის გაუქმება, ჩვენ მოგაწვდით შემცვლელ სერვისს ან დაგიბრუნებთ თქვენ მიერ შეძენილი სერვისის სრული ფასის ტოლ თანხას, თქვენი არჩევანის მიხედვით. თუმცა ეს ექვემდებარება შემდეგს:
- თქვენ უნდა გქონდეთ წარდგენილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა თქვენი პრეტენზიის გამომწვევი პრობლემის წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში.
- Airalo-მ ვერ შეძლო, აღედგინა თქვენი წვდომა და შესაძლებლობა, გამოგეყენებინათ შეძენილი სერვისები თქვენი თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.
- თქვენ ითანამშრომლეთ ჩვენთან, როდესაც ვცდილობდით, გადაგვეჭრა ნებისმიერი პრობლემა, რომელიც გქონდათ სერვისებზე წვდომისას ან მათი გამოყენებისას.
თუ თქვენ ნაწილობრივ გამოიყენეთ კრედიტი იმ სერვისებისთვის, რომლებზეც ითხოვთ თანხის დაბრუნებას, ჩვენ დაგიბრუნებთ მხოლოდ სერვისების გამოუყენებელი ნაწილის ტოლ თანხას.
თანხის დაბრუნება/ჩანაცვლება არ ხდება. ნებისმიერ სხვა სიტუაციაში თქვენ არ გექნებათ სერვისების თანხის დაბრუნების ან ჩანაცვლების უფლება.
როგორ მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეგიძლიათ წარუდგინოთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს ელფოსტით [email protected] ან თქვენთვის ხელმისაწვდომი აპლიკაციის შიდა ან ვებ-ჩატის გამოყენებით. ჩვენმა მხარდაჭერის გუნდმა შეიძლება გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება თქვენი თანხის დაბრუნების მოთხოვნის მხარდასაჭერად, როგორიცაა მოწყობილობის პარამეტრების ეკრანის სურათები. თუ თანხა გეკუთვნით, თქვენ გექნებათ არჩევანი, მიიღოთ იგი Airmoney-ს სახით, რომელიც არის აპლიკაციის შიდა ჯილდოს ვალუტა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალი მიზნებისთვის, ან კრედიტის სახით თქვენი გადახდის თავდაპირველი მეთოდით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს თავდაპირველ გადახდის მეთოდზე კრედიტის ასახვას შეიძლება დასჭირდეს 30-მდე სამუშაო დღე.
არაავტორიზებული შესყიდვები. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი ანგარიშით განხორციელდა რაიმე არაავტორიზებული შესყიდვა, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. Airalo იტოვებს უფლებას, რომ მოქმედება შეუჩეროს ნებისმიერ ანგარიშს, რომელიც თაღლითურ აქტივობაშია შემჩნეული. თანხის გადახდის საკითხი Airalo-ს ერთპიროვნული შეხედულებისამებრ წყდება.
არასწორი ჩამოჭრები. თუ თვლით, რომ Airalo-ს მიერ მოწოდებული სერვისებისთვის არასწორი თანხა ჩამოგეჭრათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს ასეთი ჩამოჭრიდან 30 დღის განმავლობაში, და მოგვაწოდოთ დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ თვლით, რომ ინვოისში მითითებული თანხა არასწორია. ამის შემდეგ ჩვენ გამოვიძიებთ. თანხის გადახდის საკითხი Airalo-ს ერთპიროვნული შეხედულებისამებრ წყდება.