Airalo

ამისამართებს Airalo-ს მთავარ გვერდზე.

ულიმიტო მონაცემთა პაკეტები — სამართლიანი გამოყენების დებულება

ამ დებულების შესახებ. ეს დებულება ხსნის, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ულიმიტო მონაცემთა პაკეტები და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი. ის ვრცელდება ყველა ულიმიტო მონაცემთა პაკეტზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენი ვებსაიტის, პლატფორმისა და აპლიკაციის მეშვეობით. ეს დებულება უნდა წაიკითხოთ ჩვენს ზოგად პირობებთან, ჩვენს სერვისების გამოყენების პირობებთან და ჩვენს მისაღები გამოყენების პოლიტიკასთან ერთად. როდესაც ვამბობთ „Airalo“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს“, ვგულისხმობთ AirGSM Pte Ltd-ს, კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სინგაპურში მისამართზე: 6 Raffles Blvd, #03-308 Marina Square, Singapore 039594. ულიმიტო მონაცემთა პაკეტის შეძენისას ან გააქტიურებისას თანხმობას აცხადებთ ამ დებულების დაცვაზე.


როგორ შემიძლია ჩემი ულიმიტო პაკეტის გამოყენება? ჩვენი ულიმიტო მონაცემთა პაკეტები შექმნილია პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის. პაკეტის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიური აქტივობებისთვის, როგორებიცაა ინტერნეტში დათვალიერება, სტრიმინგი, შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოზარები და სოციალური მედია. შეგიძლიათ, მოწყობილობა გამოიყენოთ პერსონალური წვდომის წერტილად და თქვენი კავშირის სხვა მოწყობილობებთან გასაზიარებლად. ინტერნეტის გაზიარება ან თქვენ მიერ დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა შეუზღუდავია.


რას ვგულისხმობთ „ულიმიტოში“? ჩვენს ულიმიტო მონაცემთა პაკეტებს არ აქვს მონაცემების ფიქსირებული საერთო ლიმიტი. თუმცა, იმისთვის, რომ ქსელმა ყველასთვის სამართლიანად იმუშაოს, როდესაც დღეში 3GB-ზე მეტს გამოიყენებთ, ჩვენ შევამცირებთ (ან „შევზღუდავთ“) თქვენი ინტერნეტის სიჩქარეს 1 Mbps-მდე დღის ბოლომდე. თქვენი სრული მაღალსიჩქარიანი კავშირი ავტომატურად აღდგება დღიური ლიმიტის მომდევნო განახლებისას. თქვენი დღიური ლიმიტი განახლდება ყოველ 24 საათში, ათვლა დაიწყება eSIM-ის გააქტიურების დროიდან.


ნაგულისხმევი დღიური მაღალსიჩქარიანი მონაცემების ზღვარი არის 3GB. თუ სადმე განსხვავებული ზღვარი მოქმედებს, პაკეტის დეტალებში ამის შესახებ გარკვევით იქნება მითითებული, რომ შეძენამდე გაეცნოთ. ამ დებულების მიხედვით „დღე“ ნიშნავს ყოველ 24-საათიან პერიოდს, რომელიც იწყება თქვენი eSIM-ის გააქტიურებისას და განახლდება ყოველ 24 საათში გააქტიურების დროიდან, როგორც ეს მითითებულია თქვენი პაკეტის დეტალებში.


ჩვენი ულიმიტო პაკეტები შექმნილია პირადი გამოყენებისთვის. ისინი არ არის განკუთვნილი უწყვეტი, მთელი საათის განმავლობაში მოხმარებისთვის, რაც დამახასიათებელია ავტომატური სისტემებისთვის, სერვერებისთვის ან „მანქანა-მანქანასთან“ ურთიერთქმედების სხვა სახის გამოყენებისთვის. თუ პაკეტის მოქმედების პერიოდში თქვენი ჯამური მოხმარება გადააჭარბებს იმ დონეს, რაც გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ პირად მოხმარებად, შესაძლოა, შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან გავწყვიტოთ კავშირი ქსელის დასაცავად და არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს ქვემოთ, „წინამდებარე პოლიტიკის დარღვევები“-ს ნაწილშია მითითებული.


რისი გაკეთება შემიძლია 1 Mbps სიჩქარით? 1 Mbps სიჩქარით კვლავ შეგიძლიათ შეტყობინებების მიღება და გაგზავნა, მარტივი ვებგვერდების დათვალიერება, რუკების გამოყენება ნავიგაციისთვის და უფრო დაბალი ხარისხის ვიდეოზარების განხორციელება. დიდ მონაცემებზე დამოკიდებული აქტივობები, როგორიცაა ვიდეო სტრიმინგი, თამაშები ან დიდი ფაილების ჩამოტვირთვა, უფრო შენელდება სიჩქარის განახლებამდე.


რას გთხოვთ, რომ არ გააკეთოთ. ქსელის დასაცავად და ყველა მომხმარებლისთვის მომსახურების სამართლიანი პირობების უზრუნველსაყოფად, შეუზღუდავი ინტერნეტპაკეტის ფარგლებში დაუშვებელია შემდეგი სახის გამოყენება:

  1. მონაცემთა კავშირის გადაყიდვა, ხელახალი განაწილება ან კომერციული მიზნით გაზიარება მესამე პირებთან;
  2. მონაცემთა გადაცემის კავშირის გამოყენება ადამიანის ჩარევის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ან „მანქანა-მანქანასთან“ პრინციპით, მათ შორის SIM-ფერმების, ავტომატური აკრეფის სისტემების, მასობრივი შეტყობინებების სისტემებისა და მსგავსი ავტომატური საშუალებების მეშვეობით;
  3. მონაცემთა გადაცემის კავშირის ისეთი გამოყენება, რომელიც არაგონივრულად აუარესებს ან გადატვირთავს საბაზისო ქსელს სხვა მომხმარებლებისთვის (მაგალითად, ძალიან დიდი ზომის ფაილების უწყვეტი ატვირთვა ან ჩამოტვირთვა მაღალი სიჩქარით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ფაილების გაზიარების Peer-to-Peer აპლიკაციების გაშვება, ვებ ან თამაშის სერვერის ჰოსტინგი);
  4. მონაცემთა კავშირის გამოყენება ნებისმიერი უკანონო მიზნით ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით; და
  5. ამ დებულების ფარგლებში გამოყენებული ქსელის მართვის ზომებისთვის გვერდის ავლის ან მათი ხელის შეშლის მცდელობა.

ჩვენ გონივრულად ვიმოქმედებთ იმის გადაწყვეტისას, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული გამოყენება ზემოაღნიშნულს.


ქსელის მართვა. ქსელებმა, რომლებიც ჩვენს პაკეტებს უზრუნველყოფს, შესაძლოა, დატვირთულ პერიოდებში ტრაფიკის მართვა გამოიყენონ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიჩქარის შემცირება, რაც არ უკავშირდება ზემოთ აღწერილ დღიურ 3 გბ-იან ლიმიტს და სცილდება Airalo-ს პირდაპირ კონტროლს. Airalo არ იძლევა რაიმე გარანტიას კავშირის სიჩქარესთან, ხარისხთან ან რაიმე კონკრეტულ დროს მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.


ამ დებულების დარღვევები. თუ გონივრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მონაცემთა შეუზღუდავი პაკეტის გამოყენებისას წინამდებარე პოლიტიკას არღვევთ, უფლება გვაქვს, წინასწარი შეტყობინების გარეშე:

  1. შეგიჩეროთ ან შეგიზღუდოთ წვდომა თქვენს პაკეტსა და Airalo-ს ანგარიშზე;
  2. შეგიწყვიტოთ პაკეტი თანხის დაბრუნების გარეშე; ან
  3. მივიღოთ ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც გონივრულად ჩავთვლით საჭიროდ ქსელისა და სხვა მომხმარებლების დასაცავად.

ამ დებულების დარღვევა ასევე წარმოადგენს ჩვენი მისაღები გამოყენების პოლიტიკისა და ზოგადი პირობების დარღვევას და ამოქმედდება ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული ჩვენთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები.


ზოგადი. ეს დებულება შესაძლოა, დროდადრო განვაახლოთ. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გაცნობებთ ჩვენი ზოგადი პირობების შესაბამისად. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან და ვრცელდება იმ პაკეტებზე, რომლებიც შეძენილია ამ თარიღში ან მის შემდეგ.

ეს დებულება და ნებისმიერი დავა ან პრეტენზია, რომელიც წარმოიშობა მისგან ან მასთან დაკავშირებით, რეგულირდება და განიმარტება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად. ინგლისისა და უელსის სასამართლოებს ექნებათ ექსკლუზიური იურისდიქცია ნებისმიერ დავაზე ან პრეტენზიაზე.