რას ნიშნავს, იყო Airalo-ს აფილირებული პარტნიორი:

Airalo-ს აფილირებული პარტნიორი – ესაა სოციალური ინფლუენსერი ან კონტენტის შემქმნელი, რომელიც ხელს უწყობს Airalo-ს ბრენდისა და eSIM-ების რეკლამირებას საკუთარი გამომწერების წრეში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი გამომწერების რაოდენობას, ნიშას ან პლატფორმას, ჩვენ სიამოვნებით გაგესაუბრებით, გავეცნობით თქვენს ბრენდს და ვნახავთ, გვაქვს თუ არა საერთო ინტერესები.

მიმოხილვა

Airalo-ს აფილირებული პარტნიორისთვის შესაფერისი კანდიდატი შეიძლება იყოთ, თუ

- გაქვთ ბლოგი, რომლის მკითხველებს აინტერესებთ მოგზაურობა და/ან ტექნოლოგიები

- ხართ კონტენტის შემქმნელი და გყავთ გამომწერები, რომლებისთვისაც სასარგებლო შეიძლება იყოს ჩვენი eSIM-ები

- გაქვთ ვებსაიტი eSIM-ების, ტექნოლოგიებში არსებული ტენდენციების ან პროდუქტებისა და სერვისების შედარების/აღმოჩენის შესახებ

- გაქვთ ონლაინბიზნესი, რომლის მომხმარებლები/კლიენტები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ მოგზაურობით

რატომ უნდა გახდეთ Airalo-ს აფილირებული პარტნიორი?

- Airalo-სთან თანამშრომლობით eSIM-ის საუკეთესო გადაწყვეტას შესთავაზებთ მომხმარებლებს. ტექნოლოგიას უზრუნველყოფს მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია eSIM-ების სფეროში. ისინი მადლობელი იქნებიან, თუ ინტერნეტკავშირის ხარჯის დაზოგვაში დაეხმარებით

- შეგიძლიათ, ისარგებლოთ სადღეღამისო მხარდაჭერით და ბრენდისთვის წინასწარ შექმნილი რესურსებით

- მოიწვიეთ თქვენი მკითხველები, გამომწერები, საიტის მნახველები ან მომხმარებლები Airalo-ზე eSIM-ების შესაძენად და მიიღეთ მიმზიდველი შემოსავალი

უფრო ინდივიდუალურ რამეს ეძებთ?

თუ პარტნიორობის სხვა ვარიანტს ეძებთ ან არსებული პარტნიორობის გარკვევა გსურთ, მოგვწერეთ მისამართზე partnerships@airalo.com და დაგიკავშირდებით.

ჩემი eSIM-ები
პროფილი