რას ნიშნავს, იყო Airalo-ს დისტრიბუციის პარტნიორი:

Airalo-ს დისტრიბუციის პარტნიორის სტატუსი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ eSIM-ები გადაყიდოთ თქვენს მომხმარებლებში. თუ ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის ან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე საცალო მოვაჭრე, მცირე ბიზნესი ან ინდივიდუალური მეწარმე ხართ, ეს საპარტნიორო პროგრამა თქვენთვისაა განკუთვნილი.

ამასთან ერთად, თუ თქვენი ბიზნესმოდელი ოდნავ განსხვავებულია, სიამოვნებით გაგესაუბრებით და ვნახავთ, ჩვენი საჭიროებები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს პარტნიორობის მხრივ.

მიმოხილვა

დისტრიბუციის პარტნიორი შეიძლება გახდეს:

- საკომუნიკაციო სერვისების პროვაიდერი, საცალო მაღაზია ან სერვისი, რომელიც ემსახურება იმ მოგზაურებისა და კომპანიების ქსელს, რომლებიც მათგან ყიდულობენ კავშირის გადაწყვეტებს, მაგალითად სამოგზაურო SIM-ბარათებს, eSIM-ებს, შესავსებ პაკეტებს;

- ტურაგენტი, რომელსაც თავისი კლიენტებისთვის სურს eSIM-ის დამატება დასვენების პაკეტში, ან მისი ყიდვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა

რატომ უნდა გახდეთ Airalo-ს დისტრიბუციის პარტნიორი?

- საკუთარ პორტფელში Airalo-ს დამატება საშუალებას მოგცემთ, მომხმარებლებს შესთავაზოთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი eSIM-კომპანიის საუკეთესო eSIM-გადაწყვეტები

- მარტივად შეიძინეთ eSIM-ბარათები და შეუვსეთ ბალანსი მომხმარებლებს ან შეავსეთ თქვენი ბალანსი Airmoney-თ (Airalo-ს აპში არსებული წამახალისებელი ვალუტით)

- შეგიძლიათ, ისარგებლოთ სადღეღამისო მხარდაჭერით და ბრენდისთვის წინასწარ შექმნილი რესურსებით

უფრო ინდივიდუალურ რამეს ეძებთ?

თუ პარტნიორობის სხვა ვარიანტს ეძებთ ან არსებული პარტნიორობის გარკვევა გსურთ, მოგვწერეთ მისამართზე partnerships@airalo.com და დაგიკავშირდებით.

ჩემი eSIM-ები
პროფილი